მოგესალმებით. ვარ 39 წლის, მქონდა ერთი მშობიარობა ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

31-03-2020

მოგესალმებით. ვარ 39 წლის, მქონდა ერთი მშობიარობა 10 წლის წინ. არ მაქვს სექსუალური ცხოვრება. მაქვს ქრონიკული დაავადებები, შფოთვით-დეპრესიული აშლილობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დისფუნქციები. წლების მანძილზე ვიღებ ანტიდეპრესანტებს. ბოლო 3-4 წელია დამეწყო მტკივნეული მენსტრუაცია და ამ დროს ვიღებ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს. ბოლო თვეებია ამერია ციკლის პერიოდები, ხან 28/30 დღიანია, ხან ძალიან მოკლე 16/17 დღიანი. ამავე დროს მაქვს ყრუ ტკივილები მენჯის მიდამოში. ასევე, რამდენიმე წლის წინ პაპ ტესტით და შემდგომ სკრინინგ-ცენტრში კოლპოსკოპიით დამიდგინდა პაპილომა ვირუსთან ასოცირებული CIN1. რეპროდუქციული სისტემის ექოსკოპიისას მნიშვნელოვანი ცვლილებები ან ენდომეტრიოზი არ გამოვლინდა, თუმცა წელიწადია აღარ გამიკონტროლებია. თირეოტროპულ ჰორმონს და დ ვიტამინს ვიკონტროლებ წელიწადში ერთხელ მაინც, ნორმაშია და ენდოკრინოლოგი არანაირ მკურნალობას არ მინიშნავს (ამ ზაფხულს TSH მქონდა 2,56, Vit D - 21,74). პერიოდულად ვიღებ მულტივიტამინებს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, ომეგა 3-ს, თუმცა რაიმე დადებით ეფექტს ვერ ვამჩნევ. გარდატეხის ასაკიდან დღემდე მაქვს აკნე, რომელიც ორსულობის დროს შემცირდა, ახლა კი საკმაოდ გამოხატულია. ასევე მაქვს გაძლიერებული თმის ცვენა. ამ ყველაფრის გამო ეჭვი მაქვს საკვერცხეების მოლტიფოლიკულოზზე, თუმცა ჯერ ექიმთან არ მივსულვარ და მაინტერესებს თქვენი რჩევა. ძალიან არ მინდა ჰორმონალური მედიკამენტების მიღება შესაძლო გვერდითი მოვლენების და გულსისხლძარღვთა სისტემაზე არასასურველი მოქმედების გამო. ვაპირებ ჯერ მოვსინჯო მცენარეული ცეფანორმი (აგნუს კასტუსი), რომელიც ადრე ექიმის მიერ დანიშნულიც მქონდა ალგოდისმენორეის გამო და არ მიმიღია. ვიცი, რომ ექიმთან უნდა მივიდე, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ. გთხოვთ, მომცეთ რჩევა რა ტიპის კვლევებია აუცილებელი და მივიღო თუ არა ცეფანორმი? გმადლობთ

პასუხი
ლალი ფხალაძე -  რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი 

პასუხი: თქვენ სიტუაციაში აგნუს კასტუსის პრეპარატების მიღება ძალიან კარგი იქნება, დაგეხმარებათ მენსტრუაციული ციკლის მოწესრიგებაში, რადგან დააბალანსებს პროლაქტინს რაც ყოველთვის იმატებს ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისას და რაც იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას.ასევე  მოგეხმარებათ შეამციროს მენსტრუაციული ტკივილები.კარგია პერიოდულად ვიტამინების მიღება და ანალიზების კონტროლი. გირჩევთ პროლაქტინიც გაიკონტროლოთ ხოლმე და წელიწადში ერთხელ პაპ ტესტი გააკონტროლოთ. აკნესთვის კარგია თუთიის პრეპარატები და ადგილობრივი მალამოები.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად