დღეს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი კუდუსუნის ძვლის ... | ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ზოგადი ქირურგია

კატეგორია - ზოგადი ქირურგია

29-03-2020

-გამარჯობათ,დღეს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი კუდუსუნის ძვლის ტკივილი,თითს რომ ვიდებ უფრო მტკივა ძვალი,ეს რა შეიძლება იყოს?ერთი თვის წინ ყვითელი სხეულის ცისტა მითხრა ეხომ და თავად გაიწოვსო და ეს შეილება კაბშირში იყოს?42 მმ იყო ყვითელი სხეულის ცისტა

პასუხი
-თითის დადებით კუდუსუნის ტკივილი საკვერცხის ცისტას არ უკავშირდება, ეს შეიძლება მიანიშნებდეს კუდუსუნის კისტაზე (დუნდულოებს შორის ნაოჭში განვითარებულია კანის ბრმად დახურული მილოვანი ღრმული, რომელიც შეიცავს ეპითელს, ცხიმსა და თმებს. გასავლის დაცობისას ან მისი დრენაჟის დარღვევის დროს წარმოიქმნება კისტა, რასაც ახლავს ანთებითი პროცესები), არის ასევე ე.წ ტელემაყურებლების დაავადება, ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას -უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში.
ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა.
ნახვის გარეშე გაკეთებული შეფასება შეიძლება არაზუსტი იყოს; შეფასებისთვის ქირურგს ან ორთოპედ-ვერტებროლოს უნდა მიმართოთ.

 

 

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად