რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მენსტრუალური ციკლის დროს, ძლიერი ტკივილები ანთების გამო შეიძლება იყოს?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს, ხშირად, დაკავშირებულია ენდომეტრიოზთან. ენდომეტრიოზი არის გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც ხასიათდება ძლიერ მტკივნეული მენსტრუაციით, ყავისფერი ჩამონაშალით მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. დაავადება არ არის საშიში, საჭიროა მხოლოდ სათანადო მკურნალობის შერჩევა, რის ფონზეც ტკივილი მნიშველოვნად შემსუბუქდება. ამასთან, უნდა გამოირიცხოს ანთებითი პროცესიც, მაგრამ მათ შორის დიფერენცირება შესაძლებელია ტკივილის ხანგრძლივობით, რადგან ანთებითი პროცესის შემთხვევაში ტკივილი ვლინდება მენსტრუაციისგან დამოუკიდებლად, ანუ არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან. თქვენ გესაჭიროებათ დიაგნოზის დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა.