.მე და მეუღლე წლები ვცდილობდით დაორსულებას, მაგრამ... | მამაკაცი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მამაკაცი

კატეგორია - მამაკაცი

26-03-2020

გამარჯობა.მე და მეუღლე წლები ვცდილობდით დაორსულებას, მაგრამ შედეგი 0. აღმოჩნდა რომ მორფოლოგია მქონდა 0%... გადავწყვიტეთ ინ ვიტრო იქსი მეთოდით. სანამ თანხას მოვაგროვებდით, 25 კილო დავიკელი და მორფოლოგია გახდა 1%. დავიწყეთ პროტოკოლი.პირველ პუნქციაზე მივიღეთ 7 კვერცხუჯრედი, მაგრამ განვითარდა მხოლოდ 2, ისიც 1 ცუდი ხარისხის იყო, მეორე საშუალო. მეორე პუნქციაზე 8 კვერცხუჯრედი მივიღეთ და ბლასტოცისტამდე განვითათდა 5. მათგან 2 საუკეთესო ხარისხის.დავგეგმეთ გადატანა პუნქციიდან 2 თვის შემდეგ. მეუღლის ორგანიზმში ყველაფერი იყო იდეალურად. გამოლღობისას ზემოთ აღნიშნული 7 ბლასტოცისტიდან, მხოლოდ 2 იყო ვარგისი გადასატანად.გადავიტანეთ ორივე. მიემაგრა ორივე და ზრდაც დაიწყო, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ემბრიონი არ იზრდებოდა, შესაბამისად არ ჩანდა გულისცემა, ვაცადეთ და გვქონდა გაზრდის იმედი, გესტაციით 9 კვირამდე ველოდეთ, მაგრამ მხოლოდ სანაყოფეები იზრდებოდა. გავიკეთეთ მედიკამენტოზური აბორტი...ვწერ ამას იმედით, რომ რამეს მირჩევთ. რისი ბრალი შეიძლება იყოს?სპერმის დნმ დეფრაგმენტაციის გაკეთებას ვაპირებ და რამე სიახლეს მომცემს?გენეტიკურ მუტაციებზე ანალიზზეც ვფიქრობ.და კიდევ, არასოდეს გაგვიკეთებია ანალიზი ე.წ. ვირუსებზე, ნუ მწვავე ფორმაში არც არაფერი გვქონია როდესმე....არ ვიცი, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია?მადლობა წინასწარ.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ნაყოფის გულისცემის გაჩერების მიზეზი უამრავია. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს TORCH ინფექციები, რაც მოიცავს ტოქსოპლაზმას, ციტომეგალოვირუსს, ქლამიდიას, წითურას, ჰერპეს ვირუსს, ასევე საჭიროა გამოკვლევა მიკოპლაზმასა და ურეაპლაზმაზე, გამოკვლევა შეძენილ და თანდაყოლილ თრომბოფილიაზე, რისთვისაც ტარდება სისხლში ანტიკარდიოლიპინების განსაზღვრა და გენეტიკური კვლევა სხვადასხვა მუტაციაზე (მათგან მნიშვნელოვანია PAI, MTHFR, II, V ფაქტორების მუტაციები). ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი სქესობრივი პარტნიორის ასაკი, თუმცა ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში, როგორც წესი, შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები და ლოგიკურად ეს ფაქტორი არ მოახდენდა გავლენას. მაგრამ ვინაიდან თქვნ აღნიშნეთ მორფოლოგიური ფაქტორი მიზანშეწონილია დნმ ფრაგმენტაციის ჩატარება. გარდა აღნიშნულისა, უნდა გამოირიცხოს ქალის სასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესი (მაგალითად, ქრონიკული ენდომეტრიტი), რაც ხელს უშლის ნაყოფის იმპლანტაციას და შემდეგ მის განვითარებას, ამდენად, არ არის გამორიცხული ეფექტიანი ანტიბაქტერიული მკურნალობის საჭიროებაც. გირჩევთ ჩაიტაროთ ყველა აღნიშნული გამოკვლევა, რომ დადგინდეს ორსულობის შეწყვეტის მიზეზი და შემდეგ მკურნალობის ფონზე ისევ დაგეგმოთ ორსულობა.
ტეგები: დაორსულება
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად