მოგესალმებით, 9 მარტს გავიკეთე მილების გამტარიანობ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
25-03-2020

მოგესალმებით, 9 მარტს გავიკეთე მილების გამტარიანობა, რომლის შედეგად გამოიკვეთა,რომ საჭირო იყო სადიაგნოსტიკე ლაპარასკოპიისა და ჰისტეროსკოპიის გაკეთება. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, შესაბამისად მინიმუმ 1 თვე ვერ გავიკეთებ ალბათ. მაინტერესებს, სქესობრივი კონტაქტი მეუღლესთან ჩვეულებრივ შემიძლია? რამე შეზღუდვა ხომ არ არის ოპერაციამდე? ან თუ არის მინიმუმ რამდენხნიანი თავშეკავება უნდა იყოს აღნიშნულ ოპერაციამდე? მადლობა წინასწარ!

პასუხი
პასუხი: ოპერაციის დაგეგმვამდე მეუღლესთან სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია, მაგრამ სასურველია არ მოხდეს სქესობრივი გზით რაიმე ინფექციის გადაცემა, რადგან ოპერაციამდე ჩატარდება ნაცხის ბაქტერიოსკოპია და ინფექციის არსებობის შემთხვევაში ოპერაცია კიდევ შეიძლება გადავადდეს. იმ შემთხვევაში თუ ნაცხის ანალიზი ამ ეტაპზე სუფთაა და არც თქვენ და არც მეუღლეს არ გაქვთ რაიმე ინფექცია, კონტაქტი შესაძლებელია, სხვა შემთხვევაში კონტაქტი უნდა იყოს დაცული (ანუ რეკომენდებულია მამაკაცის კონდომის გამოყენება).



ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად