მოგესალმებით.გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება პუნქ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

commerce
25-03-2020

მოგესალმებით.გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება პუნქციიდან მესამე დღეს მქონდა გადატანა 2 მარტს. გადატანიდან 13 დღეს დამეწყო ყავისფერი გამონადენი გავიკეთე დიცინონი პროგრესტერონის ნემსები .მაგრამ მაინც გაგრძელდა 3 დღე . გავიკეთე ესტრადიოლი პროგრესტერონი პასუხებია ესტრადიოლი 1415 და პროგრესტერონი >60. ეხოსკოპიის სურათს გიგზავნით . გამონადენი ისევ მიგრძელდება მთელი დღე არა მაგრამ დღეში ორჯერ შეიძლება მქონდეს მუქი ყავისფერიც არაა ძაან. ექიმმა 12 კვირამდე იცისო თან საკვერცხეებშია ცისტები და შეიძლება ეგეც იწვევდეს ? პუნქციის მერე ყვითელი სხეულები გაიზარდა .პროგრესტერონის სანთლებსაც ვიკეთებ და 2 ამპულასაც. 1 კვირაში მივდივარ ეხოსკოპიაზე 5 დღის წინ ყველაფერი რიგზე იყო.

პასუხი
პასუხი: თქვენი ექოსკოპიური მონაცემები და ანალიზების შედეგები ამ ეტაპზე ნორმალურია. მაგრამ საყურადღებოა ყავისფერი ჩამონაშალი. ასეთი რამ ხშირად ხდება ორსულობის მცირე ვადაზე, ამიტომ რეკომენდებულია  სათანადო მკურნალობა, რაც დანიშნულიც გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ წოლითი რეჟიმი, მკურნალობის გაგრძელება და ექოსკოპიის კონტროლი. დიდი ალბათობით, მკურნალობის ფონზე გამონადენი შეწყდება და ორსულობა განვითარდება.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად