, ჩემი კითხვა მდგოამრეობს შემდეგში- გაურკვევლობაში... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

12-03-2020

გამარჯობა, ჩემი კითხვა მდგოამრეობს შემდეგში- გაურკვევლობაში ვარ. მენსტრუაცია მაქვს ხან 33 დღიანი, ხანაც 28დღიანი წინა თვეში მქონდა ოვულაცია 27-ე დღეს ვაწარმოებ მონიტორინგს ბაზალური ტემპერატურის საშუალებით და შესაბამისად მხოლოდ 27 დღეს და 13, 15, 15, 16, 17 მქონდა 37 და 37 და 1 ტემპერატურა და 19-ში მომივიდა კიდეც მენსტრუაცია და შესაბამისად ტემპერატურამაც დაიწია. რადგან გვიან ხდება ოვულაცია ვერ ასწრებს განაყოფიერებას თუ ? ასეთ შემთხვევაში რახდება? რთულია დაორსულება ? ამ კიტხვაზე პასუხი ვერსად წავიკითხე და გთხოვთ გამცეთ ამომწურავი პასუხი, აქვე გეტყვით რომ მენსტრუაციული ციკლი არასდროს მქონია დარღვეული, ეხოზე ვიყავი და ყველაფერი წესრიგში მაქვს. დღეის მდგომარეობით ციკლიდან 23-ე დღეა და ბაზალური ტემპერატურა იყო 36,8 სა და 9ს შორის ურთიერთობა მაქვს ყოველ მეორე დღეს. აქვე გკითხავთ იმასაც,რომ შესაძლებელია მე ოვულაცია მქონდეს სკდებოდეს კიდეც ფოლიკული მაგრამ განაყოფიერება სპერმის ხარისზეც იყოს დამოკიდებული ? მადლობა წინასწარ

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ზოგადად, ოვულაციის შემდეგ ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს. პროგესტერონი წარმოადგენს ორსულობის ჰორმონს, რომელიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ორსულობის შენარჩუნებისთვის. აქედან გამომდინარე  შესაძლოა იყოს ოვულაცია, თუნდაც გვიანი, მაგრამ თუ ყვითელი სხეულის ფუნქცია დაქვეითებულია და აღინიშნება მისი უკმარისობა, ეს ფაქტიც ხელს უშლის დაორსულებას. ამის განსაზღვრისთვის საჭიროა ჩაიტაროთ სისხლში პროგესტერონის განსაზღვრა მენსტრუაციული ციკლის მე-19-21 დღეს. პროგესტერონის უკმარისობაზე მიუთითებს ასევე ბაზალური ტემპერატურების მაჩვენებლები - 37-37.1,  ნორმალურ შემტხვევაში ტემპერატურა უფრო მაღალია და შენარჩუნებულია 10 დღის განმავლობაში. და ბოლოს, რაც შეეხება სპერმის ხარისხს, რა თქმა უნდა, სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობა, მოძრაობა და ხარისხი, ასევე უარყოფითად მოქმედებს და ხელს უშლის დაორსულებას. ამდენად, გირჩევთ სქესობრივმა პარტნიორმაც ჩაიტაროს სპერმოგრამა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: მენსტრუაცია
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად