რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვარ 19 კვირის ორსული, 16 კვირაზე აღმომაჩნდა წყლებში შენაწონი მაგრამ მცირე სახის. ექიმმა გამაკეთებინა ვირუსებზე ანალიზი და აღმომაჩნდა ციტომეგალოვირუსი, ავიდობის ანალიზი ავიღე და პასუხი ჯერ არ იქნება, ბავშვი არის იდეალურად. წონა, სიმაღლე, ორგანოები ყველაფერი კარგად აქვს და დამაკმაყოფილებელიაა. მაინტერესებს თუ შეილება აწე გამოჩნდეს რაიმე ანომალიები და თუ ავიდობა დაბალი იქნება მკურნალობით შევძლებ ამ ვირუსის დაძლევას?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, ციტომეგალოვირუსული ინფექცია შესაძლოა გახდეს ნაყოფის განვითარების ანომალიის მიზეზი, მაგრამ როგორც წესი, ეს ხდება ორსულობის ადრეულ ვადაზე. 19 კვირის ვადაზე საშიშროება ნაკლებია. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ვირუსის ანტისხეულების რომელი ტეტრი გაქვთ მომატებული, M თუ G. M კლასის ანტისხეულები მიანიშნებს დაავადების გამწვავებაზე და მას ესაჭიროება მკურბალობა, მაგრამ G კლასი - მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე და მკურნალობა არ ესაჭიროება. ვინაიდან, ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და არანაირი ანომალია არ ვლინდება, დიდი ალბათობით საშიში არაფერია.