ვარ 30 წლის. გარდატეხის ასაკიდან მაწუხებს აკნეს ტი... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

05-03-2020

ვარ 30 წლის. გარდატეხის ასაკიდან მაწუხებს აკნეს ტიპის გამონაყარი.მაქვს კომბინირებული კანი, ვიმკურნალე ყველა შესაძლო გამომწვევ მიზეზზე. ვიყავი დერმატოლოგთან და მკურნალობის პროცესში ამილაგდა გარკვეული პერიოდი,მაგრამ მკურნალობიდან ერთ თვეში ისევ დამეწყო. მოკლედ დავიღალე ამდენი ფულის ფლანგვით და შევეშვი. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო კოსმეტოლოგთან არ ვყოფილვარ არასდროს. მირჩიოთ იქნებ რამე, მადლობა წინასწარ.

პასუხი
-უნდა დადგინდეს აკნეს (ვულგარული ფერიმჭამელა) მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 5)თუ ანგინა გაწუხებთ, მაშინ აუცილებელი ოტოლატინგოლოგის კონსულტაცია, 6) თუ ქალბატონი ბრძანდებით და გინეკოლოგიური პრობლემები გაქვთ, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია 7) უნდა გამოირიცხოს კუჭ ნაწლავების პრობლემები 8) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე.
ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში.
სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით.
დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა).
ტეგები: აკნე რჩევა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად