მოგესალმებით. მაქვს ფრენის შიში, ამასთან ერთად ყოვ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
04-03-2020

მოგესალმებით. მაქვს ფრენის შიში, ამასთან ერთად ყოველ 3 თვეში მიწევს 4 ფრენა (სამსახურის გამო). მხოლოდ თებერვალში მომიწია 6 ჯერ გაფრენა-გამოფრენა. ბოლო გამოფრენის შემდგომ, დამეწყო ძლიერი თავბრუსხვევა, დიზორიენტაცია, სისუტე, კონცეტრაციას ვერ ვახდენ სამუშაოზე. უკვე 2 კვირაა გრძელდება ასეთი მდგომარეობა. ამასთან ერთად მაქვს ნერვიულობის შეგრძნება (მანამდეც მქონდა მაგრამ არც ისე ხშირად), დამემატა შფოთვები, უმეტესად ღამის საათებში, როდესაც უკვე ლოგინში ვარ და დაძინებას ვაპირებ (სიმპტომების მიხედვით გავს გულის არითმიას). რამდენიმე თვის უკან მქონდა ყრუ ტკივილები სხეულის მარჯვენა მხარეს (გადატანითი ტკივილები, ხან იღლიის ქვეშ ვგრძნობდი, ხან ხელში, ბეჭში, მკერდის არეში) ექიმმა გადამიღო რენდგენი მკერდზე და ტომოგრაფია კისერზე. დიაგნოზი დამისვა "brachialgia" (ქართულად არ ვიცი როგორაა) ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ მაგრამ მაინც ვწერ ამასაც. საქართველოში დაბრუნებას შევძლებ მხოლოდ მაისში, ვიმყოფები ახლო აღმოსავლეთში. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სტრესიდან იყოს გამოწვეული? აქ ჩვენი სამსახურის ექიმს რომ ავუხსენი სიმპტომები, მითხრა, რომ ვესტიბულარული აპარატის ბრალი შეიძლება იყოსო.იქნებ თქვენ მირჩიოთ რაიმე. მადლობა წინასწარ

პასუხი
- ბრაქიალგია მხრის ნევრალგიური ტკივილია. რაც შეეხება სხვა სიმპტომებს, ძირითადი მიზეზი ნევროლოგიურია, სავარუდოდ შფოთვითი აშლილობაა ყველაფრის საფუძველი და მკურნალობის გარეშე ამას ვერ დაძლევთ, ამიტომ აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია, ასევე აუცილებელია, რომ ყოველი ფრენის წინ მიიღოთ დამამშვიდებელი საშულება, რომელიც მოგიხსნით შიშს.
ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ დისტანციურად ამასთან ერთად ვესტიბულურ მიზეზსაც, ამიტომ გარდა ნევროლოგისა, კოსულტაცია უნდა გაიაროთ ოტოლარინგოლოგთანაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად