.მსმენია რომ თუ დაფნის ფოთოლს მოვათავსებთ სამედიცი... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

28-02-2020

გამარჯობა.მსმენია რომ თუ დაფნის ფოთოლს მოვათავსებთ სამედიცინო სპირტში.ტილებისგან დასაცავად კარგი საშუუალევა არისო.მყავს 7წლის გოგონა რომელსაც ზაფხულში იოლად გაოფლიანებაზეც შეიზლება ტილი გაუჩნდეს.თუ არის ეს მართალი და პროპორციები როგორ უნდა

პასუხი
-ტილების მოშორების ხალხური მეთოდებია:
1. ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტა ტილებისა და კვერცხებისთვის. ამისთვის თმაზე ძალიან ცხიმიანი და ბლანტი მასა უნდა წაისვათ, მაგალითად ვაზელინი ან მაიონეზი. შემდეგ თმა ცელოფნით შეიფუთეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.
2. ეთილირებული ზეთი. ზოგიერთ სუნს პარაზიტები ვერ იტანენ. ასეთია ჩაის ხის, ნუშის, ლავანდის ეთილირებული ზეთები. ეს ზეთი თავზე რამდენიმე საათით უნდა გაჩეროთ და შემდეგ ჩამოივარცხნოთ.
3. თმებზე არყის წასმა, შეფუთვქა ცელოფნით 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოვარცხნა წმინდა სავარცხლით და თავის დაბანა. ეს პროცედურა ყოველ მეორე ღღესაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ.
4. წმინდა სავარცხელს გაუკეთეთ ბამბა, დაასველეთ არაყში და ისე დავარცხნეთ ბავშვს დილა-საღამოს თმები. თუ ბევრი წილები გყავთ, მაშინ ზემოთ თქმულის გარდა გირჩევთ, თმების მოკლედ შეჭრას.
5. ჭიქა ბროწეულის წვენი, 3 სუფრის კოვზი პიტნა აურიეთ და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ხსნარი თმის ძირებში უნდა შეიზილოთ.
6. ნივრით მკურნალობა - ტილები ნივრის სუნს ვერ იტანენ. დაანაკუწეთ რამდენიმე კბილი და 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ შეიზილეთ თმის ძირებში.
7.წარსულ წლებში ასევე აქტუალური იყო ნავთის წასმა თავზე - თმეებზე ნავთის წასმა, თავზე ცელოფნის დაფარება და 10 წუთი გაჩერება (მეტხანს არ გაიჩეროთ - თმები დაგეწვებათ), შემდეგბ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამობანა და ამის პარალელურად თმების ე.წ. წმინდა სავარცხლით ჩამოვარცხნაი; ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოჯახის ყველა წევრმა ერთდროულად იზრუნოს ამ პარაზიტისაგან თავის დასაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანადაც რომ გათავისუფლდეთ წილებისგან, სულ მალე ისევ გახდებით დატილიანების მსხვერპლი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად