მოგესალმებით. ვფიქრობ, ფსიქიატრიის კატეგორიაში უნდ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

26-02-2020

მოგესალმებით. ვფიქრობ, ფსიქიატრიის კატეგორიაში უნდა დავსვა ეს შეკითხვა. დაახლოებით 3 კვირაა გადაბმულად, ყოველ ღამე მესიზმრება რამდენიმე სიზმარი (5-6 მაინც) მოკლემეტრაჟიანი, ძირითადად ახლობლებზე, ნაცნობებზე, თანამშრომლებზე, მეგობრებზე, ანუ ჩემს სანაცნობო წრეზე. სიზმრები არის საოცრად ნეგატიური შინაარსის და არაადეკვატური. ანუ შეიძლება რომელიმე ადამიანი წლების განმავლობაში არ მყავდეს ნანახი. ანუ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ვინმემ რამე დამიშავა და გულში ჩამრჩა ან რამე. ამ მდგომარეობამ უკვე მიიღო შემაწუხებელი ხასიათი, რადგან დასაძნებლად რომ ვემზადები უკვე იმის განცდა მაქვს რომ რაღაც ნეგატიური სიზმრები უნდა ვნახო. რატომ ხდება ასე? ჩემი ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, არაფერი ცუდი არ მომხდარა ამ ბოლო დროს. არ ვეწევი, არ ვსვამ, ვეწევი შეძლებისდაგვარად ჯანსაღ ცხოვრებას. რა მოვიმოქმედო? მსუბუქი დამამშიდებლები ვცადე და უშედეგოდ, თუმცა ისედაც არ მგონია წამალმა სიზმარზე იქონიოს გავლენა. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა.

პასუხი
-კოშმარული სიზმრები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევებს, ამიტომ მათთან ბრძოლა შიშველი ხელებითაც შეიძლება. საკმარისია, შთააგონოთ თავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, რომელიც გაღვიძებისთანავე უკვალოდ გაქრება. უნდა შეეცადოთ, გამოღვიძებისთანავე რამენაირად შეცვალოთ ნანახის სცენარი. ამისთვის კარგად გაიხსენეთ ნანახი, მისი შინაარსი და შეეცადეთ, გონებაში ფინალი თქვენთვის მისაღები სიუჟეტით შეცვალოთ, შემდეგ შეცვლილი სცენარი რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამას ყველაფერს დაიმახსოვრებს ტვინის შესაბამისი სტრუქტურები და გაიხსენებს ძილის დროს, რაც აუცილებლად აისახება სიზმრის შინაარსზე. მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე>>>https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/237-2008-11-12-09-57-40.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად