, 10.02.2020 ში შეგვეძინა პატარა, გოგონა, რომელსა... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
25-02-2020

გამარჯობა, 10.02.2020 ში შეგვეძინა პატარა, გოგონა, რომელსაც სტანდარტულად სამშობიაროშივე გაუკეთეს სკრინინგი ქუსლზე, გუშინ დაგვიკავშირდნენ ლაბორატორიიდან და გვითხრეს რომ არის ეჭვი ფენილკეტონურიის, რადგან მაჩვენებელი არის ერთი თუ რამდენიმე შკალით მაღალი, ასევე გვითხრეს რომ მისამართზე გამოგვიგზავნიან წერილს სადაც იქნება აღწერილი დეტალურად თუ რომელ კლინიკას უნდა მივმართოთ შემდეგი კვლევებისთვის.როგორც მე მოვიძიე ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით დაავადება არის გენეტიკური. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე, რამდენად ზუსტად ხდება ლაბორატოლიური კვლევა საქართველოში და რა გზებს უნდა მივმართოთ.მადლობა.

პასუხი
-ფენილკეტონურიაზე ეჭვი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს დიაგნოზი დადასტურებულია. როგორც გითხრეს უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები. თუ დიაგნოზი დადასტურდა, არც მაშინ გაქვთ არაფერი სანერვიულო, რადგან დროული დიაგნოზის დროულად დასმის წყალობით ასეთი ბავშვები სხვებივით ჯანმრთელები და ჭკვიანები იზრდებიან.
ფენილკეტონურია გენეტიკური დაავადებაა. ის აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრება ახასიათებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დედ-მამა ჯანმრთელი, მაგრამ ფენილკეტონურიის გამომწვევი პათოლოგიური გენის მატარებელია, მათ შვილს ფენილკეტონურიით დაავადების 25%-იანი ალბათობა აქვს.
ფენილკეტონურია ქრონიკული დაავადებაა. მისი მკურნალობის ერთადერთი საშუალება დიეტათერაპიაა. დროული და სწორი დიეტის შემთხვევაში ბავშვი სრულფასოვნად განვითარდება და არაფერი შეაწუხებს. ასეთი პაციენტების სხვა ბავშვებისგან განმასხვავებელი ერთადერთი ნიშანი კვების რაციონი იქნება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად