რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა,გთხოვთ მალე მიპასუხოთ. ჩემი პატარა არის 15 დღის. აქვს ნიკაპის კანკალი, ასევე ძილში მოუსვენრობს გაზების გამო. წამლებსაც ვაძლევ გაზებისთვის თუმცა ღამე მაინც აწუხებს. დილით უფრო ძინავს. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე. ნიკაპის კანკალი რამდენად საშიშია?
პასუხი
-მეტეორიზმზე უკვე გიპასუხეთ, რაც შეეხება ნიკაპის კანკალს, ბევრ ახალშობილს აღენიშნება ნიკაპის, ტუჩების და კიდურების კანკალი და ნერვული სისტემის უმწიფრობაზე მიუთითებს. ის არ არის საგანგაშო ნიშანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხოლოდ ტირილის დროს აღინიშნება. მაგრამ თუ სიმშვიდის დროსაც შენიშნავთ კანკალს და სხეულის სხვა ნაწილის უცნაური მოძრაობას, რომელსაც დაჭიმულობაც ახლავს თან ვიზიტს ნუ გადადებთ და მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს.