ვარ 26 კვირის ორსული დამეწყო ცოტა სისხლიანი გამონ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

11-02-2020

გამარჯობათ ვარ 26 კვირის ორსული დამეწყო ცოტა სისხლიანი გამონადენი რამდენიმე საათში გახდა მუქი ყავისფერი ეხო გადავიღე და მითხრეს რომ საშვილოსნოს ყელი მაქვს დაპატარავებული 17მმ მაქვს. ჩემმა ექიმმა დამინიშნა ლუთეინა 200 საშოში და მკაცრი წოლითი რეჯიმი როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოდ არის მოგვარებადი ჩემი პრობლემა თუ ნაადრევი მშობიაორობის დიდი რისკია.დიდი მადლობა

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა 

პასუხი: საშვილოსნოს ყელის დამოკლება 17 მმ-მდე ორსულობის 26 კვირის ვადაზე მიანიშნებს  ნაადრევი მშობიარობის რისკზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა. მაგრამ ასეთ შემთხვევბშიც კი ორსულობის შენარჩუნდება და ნაადრევიი მშობიარობის პრევენცია შესაძლებელია. დანიშნულება სწორად გაქვთ მოცემული და წოლითი რეჟიმი აუცილებელია, მაგრამ ასევე რეკომენდებულია სსაშვილოსნოს ყელზე ე.წ. სილიკონის პესარიების დაფიქსირება. პესარია წარმოადგენს სილიკონის რგოლს, რომელიც ფიქსირდება საშვილოსნოს ყელზე და იძლევა საშვილოსნოს ყელის შემდგომი დამოკლების და ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილების საშუალებას. ასეთივე ეფექტით ხასიათდება ცირკულარული ნაკერი. ამდენად, გირჩევთ ეს საკითხი განიხილოთ მკურნალ ექიმთან ერთად. პესარიების გამოყენებით შესაძლებელია ორსულობის შენარჩუნება 38-39 კვირამდე.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად