ციკლის დაწყების და დასრულებისას დამეწყო ყავისფერი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

09-02-2020

გამარჯობა ციკლის დაწყების და დასრულებისას დამეწყო ყავისფერი გამონადენი... ჰორმონებზე რომ გადავემოწმე ექიმის დანიშნულებით, პროლაქტინი მქონდა მაღალი.. რის გამოც დამინიშნა ბრომოკრიპტინი... ახლა რამდენიმე თვეა უკვე ჰორმონებიც ნორმაში მაქვს და ექოსკოპიაზეც ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ ყავისფერი გამონადენი ისევ მაქვს.. ექიმმა ბრომოკრიპტინთან ერთად დამიმიშნა პერიკასტუსი.. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ყავისფერი გამონადენის მიზეზი და დანიშნულება რამდენად შესაბამისია.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა 

პასუხი: ზოგადად, ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ მიანიშნებს ენდოემტრიოზზე, რომელსაც ასევე ახასიათებს ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია. ენდომეტრიოზი არის გენეტიკურად განპირობებული  დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) ქსოვილის გაჩენა იმ უბნებში სადაც ნორმაში იგი არ გვხვდება. ეს შეიძლება იყოს ნაწლავი, შარდის უშტი, საშვილოსნოს კედლის კუნთოვანი შრე, საკვერცხეები და ა.შ. ბრომოკრიპტინი არის მედიკამენტი, რომელის მოქმედებს თავის ტვინის ცენტრებზე და ამცირებს სისხლში პროლაქტინის დონეს. პერიკასტუსი წარმოადგენს მცენარეულ მედიკამენტს, რომელიც ასევე ხასიათდება პროლაქტინის დამაქვეითებელი მოქმედებით. ორივე მათგანი გამოიყენება ჰიპერპროლაქტინემიის (ანუ პროლაქტინის მათალი დონის) მკურნალობის მიზნით, თუმცა ენდომეტრიოზთან დაკავშირებით ნაკლებეფექტიანია. გარდა ამისა, ყავისფერი ჩამონაშალი შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიპის არსებობასთან, რისთვისაც საჭიროა ექოსკოპიური კვლევა. ამდენად, თქვენი მდგოამრეობა არ არის საშიში, პირველ რიგში გესაჭიროებათ დიაგნოზის დადასტურება და შემდეგ სათანადო მკურნალობის შერჩევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად