მოგესალმებით.მადლობა , რომ უყურადღებოდ არავის კითხ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

01-02-2020

მოგესალმებით.მადლობა , რომ უყურადღებოდ არავის კითხვას ტოვებთ.1 წელი და 2 თვეა გათხოვილო ვარ და ჯერ-ჯერობით არ ვარ ორსულად.კონსულტაციაზე ვიყავი გინეკოლოგთან და რაიმე დარღვევა არ მაქვს. თუმცა არ გაუკეთებია ნაცხის ანალიზი. ქორწილებიდან რამდენიმე თვეში ამერია ციკლი და მაქვს გადაცილებები.ექიმმა დამინიშნა ინაფოლიკ hp, პროგესტი ციკლის მე-17 დღიდან, და დე ვიტამინი.რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს პრეოარატები და რა ანალიზს მირჩევთ, რომ გავიკეთო? მაქვს TSH გაკეთებული და ნორმაშია.მაქვს ხოლმე ყავისფერი გამონადენი.

პასუხი
პასუხი: აღნიშნული მედიკამენტები საკამოდ ეფექტურია და მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენენ ორგანიზმზე. რაც შეეხება დაორსულებას, პირველ რიგში უნდა დადგინეს ხელის შემშლელი მიზეზი, თუ რატომ არ დგება ორსულობა. ამისთვის საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა. დასაწყისისთვის საჭიროა ჩატარდეს ფოლიკულის ექომონიტორინგი, რომ დადგინეს გაქვთ თუ არა ოვულაცია (ანუ მწიფდება და სკდება თუ არა ფოლიკული), რაც ასევე შესაძლოა დადგინდეს ბაზალური თერმომეტრიით). ასევე, საჭიროა საშვილოსნოს მილების გამავლობის შეფასება, რისთვის ტარდება მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ბოლოს აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის სპერმის ანალიზი. დამატებითი გამოკვლევები, რაც მოიცავს ჰორმონულ ანალიზს უნდა დაიგეგმოს თქევენი სუბიექტური და ობიექტური მონაცემების მიხედვით.     
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად