რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა. ვარ 20 წლის. სისხლის ანალიზში თრომბოციტები მაქვს 560 (ნორმა 370მდეა) და თრომბოკრიტი 0.51 ესეც ზღვარს ზემოთ. მაქვს ცისტიტი, ასევე ბოლო დროს მოვიმატე წონაში ნერვული სტრესის ფონზე. შეიძლება რომელიმე განაპირობებდეს ან წონაში მატება (ენდოკრინული სისტემა ნორმაში მაქვს) ან ცისტიტი რამე კავშირში იყოს ამამთან? სხვა ჩივილები არ მაქვს და ვერ ვიგებ საიდან შეიძლება მოდიოდეს. რამდენად საგანგაშოა,რა შეიძლება იწვევდეს და ვის შეიძლება მივმართოთ ამ პრობლემით? დიდი მადლობა
პასუხი
-თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. უნდა დადგინდეს არის პირველადი თუ მეორეული (რეაქტიული) ანუ სხვა დაავადებით გამოწვეული. მაგალითად, ინფექციამ (და კიდევ სხვა ბევრმა პათოლოგიამ) შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის მატებას (ამიტომ ცისტიტის მიზეზიც უნდა დადგინდეს). ასე რომ მხოლოდ თრომბოციტების რაოდენობის მატებით საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. უნდა მიმართოთ ექიმს და ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა.