! ცოტა უცნაური შესავალი უნდა გავაკეთო, მაგრამ ეს ს... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

25-01-2020

გამარჯობა! ცოტა უცნაური შესავალი უნდა გავაკეთო, მაგრამ ეს საბოლოოდ დიეტოლოგიას და კვებას უკავშირდება. დაქორწინებამდე ჩემ თავზე კარგად ვზრუნავდი და მადასაც ვაკონტროლებდი, დუკანის დიეტას ვიცავდი 6 თვე, 55 კგმდე ვიყავი და არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. მოკლედ ისე მოხდა, რომ ორი წლის წინ ერთდროულად ოჯახიც შევქმენი და ახალი სამსახურიც დავიწყე. გათხოვების შემდეგ, იყო უამრავი პრობლემა მეუღლესთან ურთიერთობაში, რამაც ძლიერი სტრესი გამოიწვია ჩემში და ფსიქიკაზეც თავისი კვალი დატოვა. ამას დაემატა სამსახური, რომლის გარემოც მალევე აღმოვაჩინე, რომ საშინელ გავლენას ახდენდა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ წამოსვლა არ შემეძლო, ფული გვჭირდებოდა. ყველაფერ ამის გამო, ჩემი თავი ნელნელა მივივიწყე და ვიქეცი სახლის და სამსახურის მონად. ჯანსაღ კვებას ვეღარ ვაკონტროლებდი. მოვიმატე 6-7 კილო. არც ახლა ვარ მსუქანი, მაგრამ 55 კგ უკეთესად ვგრძნობდი თავს. გამიძლიერდა მადა, განსაკუთრებით ღამით. თუ არ ვჭამე ცუდად ვხდები, კუჭი მეწვის და ვერ ვიძინებ. კუჭს ვერ ვატყუებ მაწვნით, ხაჭოთი და მსგავსი რამეებით, მინდება პიცის, შაურმის, ბურგერების მაგვარი საჭმელები, გახუხული პური ბევრი ყველით, ტკბილი ძალიან იშვიათად. მოკლედ ისეთი საჭმელები მინდება, რომელთაც მკვეთრი გემო აქვთ და მადის აღმძვრელია. ვფიქრობ ამ ყველაფერს ნერვიული ფონი აქვს. ხან ცილოვანი დიეტა ვცადე, მაგრამ გამომშრალი ხორცის ჭამა აღარ შემიძლია, ხან ბოსტნეულით მდიდარი მენიუ ვცადე მაგრამ ასეც ვერ შევძელი. ვერანაირი კვება ვერ მოვარგე ჩემ ორგანიზმს და არ ვიცი რა ვქნა, მადას ვერ ვუმკლავდები. ეს კიდევ ცალკე სტრესია, რომ საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდები და ვერ ვაკეთებ და ვასრულებ იმას რაც მინდა. იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი
-პირველ რიგში საჭიროა გაუმკლავდეთ სტრეს, ასევე უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას, უმჯობესია მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგს, რომელიც დანიშნავს სათანადო კვლევებს და მიღებული პასუხის მიხედვით შეგირჩევთ დიეტას და საჭიროების შეთხვევაში დანიშნავს მკურნალობას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად