. 11 თვის ბავშვს აქვს პერიოდულად შეკრულობა. 2-ჯერ ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
24-01-2020

-გამარჯობა. 11 თვის ბავშვს აქვს პერიოდულად შეკრულობა. 2-ჯერ , გაძნელებული დეფეკაციის შემდეგ, მცირე სისხლი გამოაყოლა. მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა. ჯერ პირად პედიატრთან ვიზიტს ვერ ვახერხებთ. მადლობა წინასწარ.

პასუხი
-სისხლი ალბათ ყაბზობის გამო ნაწლავის ანალური ნაწილის ლორწოვანის დაზიანებას უკავშირდება და ამ ეტაპზე საშიში არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოუწესრიგოთ ბავშვს კუჭ-ნაწლავის მოქმედება. ყურადღება მიაქციეთ კვებას. შეკრულობის წინააღმდეგ პირველ რიგში აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომელიც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს.
ამ ასაკის ბავშვი აუცილებლად უნდა ღებულობდეს ბოსტნეულს, რეკომენდებულია სათანადო რაოდენობით საითხე (წყალი). რძემჟავა პროდუქტი მაწონი, მენიუში უნდა შედიოდეს ბურღულეული: წიწიბურას, შვრიის ფაფა.
მიეცით მას მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ულუფები და ნუ შესთავაზებთ ზედმეტ საკვებს.
მედიკამენტი (ბავშვებისათვის რეკომენდებულია ლაქტულოზას პრეპარატები) არის დროებითი ღონისძიება, ის მიღებისას ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას, მაგრამ შემდგომში ყაბზობა კვლავ აღდგება.
დამატებითი რჩევა:
დილით უზმოზე დაალევინეთ ბავშვს ერთი პატარა ჭიქა დამდგარი წყალი;
აუცილებელია სადილად წვნიანის მიღება; კერძები ზეითუნის ზეთზე უნდა დაუმზადოთ.
თუ რეკომენდაციები არასაკმარისი იქნა მიმართეთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, აუცილებელია შეკრულობის მიზეზის დადგენა. ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგება...

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად