სექტემბერში შევნიშნე საზარდულთან რაღაც პატარა გამო... | ჰემატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰემატოლოგია

კატეგორია - ჰემატოლოგია

commerce
21-01-2020

სექტემბერში შევნიშნე საზარდულთან რაღაც პატარა გამონაზარდი ხელით, დიდად თუ არ მოვისინჯე, არც არის კარგად შესამჩნევი. მივედი ოჯახის ექიმთან და მითხრა, შესაძლოა, ზღვაზე რომ იყავი, იქ წარმოიშვა რამე ანთება და დიდად მნიშვნელოვანი არ არისო (ტკივილი და სხვა სიმპტომები არ ახლდა). სისხლის საერთო ანალიზი ნორმაში იყო მაშინვე და წამლები, რაც გამომიწერა, არ დავლიე, რადგან დავწყნარდი. დღეს ისევ მივედი (უკვე თითქმის 4 თვის შემდეგ, რადგან არ გაქრა). გავიკეთე ექოსკოპია და შედეგებს ვუტვირთავ სურათის სახით. მოცემულია, სად რამდენი მილიმეტრი იყო. მივიტანე ისევ ოჯახის ექიმთან და რადგან შუალედები არ აწერია, საიდან სადამდეა ნორმაო, ვერ ვკითხულობო და გამიშვა სისხლის საერთო ანალიზზე ისევ, რომელსაც ხვალ გავიკეთებ. მანამდე, მინდა, იქნებ თქვენ წაიკითხოთ ეს შედეგები და მითხრათ, რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა, ან რამდენად ჯდება/არჯდება ნორმებში და რა არის საჭირო ამის შემდეგ

პასუხი
- ლიმფური კვანძის ზომა ნორმაში არ უნდა აღემატებოდეს 10მმ-ს ანუ რამდენიმე კვანძი ოდნავ გადიდებულია, თუმცა სტრუქტურა რომ შეუცვლელია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საშიში პროცესი არ არის და ანტებითი ცვლილებების გამოა გადიდებული ეს კვანძები. უნდა გამოირიცხოს ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზიც და ჰემატოლოგის კონსულტაციაც. დამშვიდდით, აქ საგანგაშო არაფერი ჩანს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად