რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-30 წლის გოგონა ბევრი სითხის დალევისას ან პირიქით დღეში 4 ან 5 ჯერ შარდვა ნორმალურია ? რა ანალიზი უნდა ჩავიტაროთ როგორ ვუმკურნალოთ ?
პასუხი
-შარდვის სიხშირე არის ინდივიდუალური რამ და დამოკიდებულია მიღებული სითხის რაოდენობაზე, სითხის სახეობაზე, ცხოვრების წესზე (მოძრავი, უძრავი), ქრონიკული დაავადებები არსებობაზე, საშარდე ორგანოების ანატომიურ თავისებურებებზე. ადამიანი უნდა შარდავდეს დღეში დაახლოებით 5-6-ჯერ, ერთჯერადად უნდა გამოყოს დაახლოებით 250-270 მლ შარდი, დღე-ღამეში კი- 1600-1900მლ. უფრო ზუსტად, ნორმაში, ადამიანი დღე-ღამეში შარდის სახით საშუალოდ გამოყოფს მიღებული სითხის 75% ანუ 3/4-ს.