. ვარ 22 წლის გოგო. საკმაოდ დელიკატური პრობლემა მა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-01-2020

-გამარჯობა. ვარ 22 წლის გოგო. საკმაოდ დელიკატური პრობლემა მაქვს და არ ვიცი რა ექიმს მივმართო. იმით დავიწყებ რომ საკმაოდ დიდი ხანია მაწუხებს ორი პრობლემა. პირველი - ცისტიტი და მეორე - ტკივილი სექსუალური აქტის დროს. ეს ორი პრობლემა ურთიერთდამოკიდებული მეგონა და ამიტომ ვცდილობდი ცისტიტის მკურნალობას მაგრამ ექიმებმა ვერ დაადგინეს ცისტიტის მიზეზი და შესაბამისად მკურნალობამ ვერ მიშველა(შარდი სუფთაა და ასევე გამიკეთეს ცისტოსკოპია). ამ ბოლო დროს სექსუალური აქტის დროს ტკივილის შეგრძნება იმდენად გახშირდა, რომ ფაქტობრივად თითოეული აქტი მტკივნეულია. არ ვიცი ამ ყველაფერს ფიზიკური მიზეზი და გამომწვევი აქვს თუ ფსიქოლოგიურია და რომელ ექიმს მივმართო და საერთოდ მქონდეს თუ არა დახმარების იმედი. იმედია დამეხმარებით და სავარაუდო დიაგნოზს თუ არა ექიმს მაინც მირჩევთ. მადლობა

პასუხი
-თქვენ საჭიროებთ გინეკოლოგის კონსულტაციასაც. როცა ცისტიტი ქრონიკულია, ხშირი რეციდივებით, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აღინიშნება გამწვავება, სქესობრივ კავშირის ახლავს დისკომფორტი/ტკივილი, მაშინ გამოკვლევის ჩასატარებლად გინეკოლოგსაც უნდა მიმართოთ.
თუ რეალუი მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც.
ქრონიკული ცისტიტი პრობლემად გექცევთ.
აუცილებლია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი (ქალის შემთხვევაში) და რა თქმა უნდა აუცილებელია გინეკოლოგიური გასინჯვაც.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად