რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოგესალმებით! 36 წლის ქალი გწერთ. ვიცი რომ შეუძლებელია მწირი წერილით ფსიქოსურათის ჩვენება, მაგრამ მაინც ვიფიქრე მოწერა: ბოლო ორი წელიწადია გულგრილობა დამჩემდა ყველასა და ყველაფრისადმი, ძველი, არცთუ ბევრი ნაცნობ "მეგობრისადმი" დავკარგე ურთიერთობის სურვილი, არ მინდა რაიმე საქმეს მოვკიდო ხელი, საყვარელ მუსიკასაც ვერ ვუსმენ, მოკლედ, არაფრის შეცვლა და შექმნა არ მინდა.არც საპირისპირო სქესისადმი ურთიერთობისა და გაცნობის სურვილი მაქვს... რას მირჩევთ,რამ შეიძლება მიბიძგოს- დავიბრუნო სურვილები და ახალი ცხოვრებით ვიცხოვრო?დიდი მადლობა!
პასუხი
- ეს დეპრესიის ნიშნებია, კარგი იქნება თუ ნევროლოგს გაესაუბრებით. ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციაც. დამოუკიდებლად შესაძლოა გაგიჭირდეთ პრობლემის დაძლევა. ზოგჯერ ფიზიოლოგიური პრობლემებიც უდევს ხოლმე საფუძვლად ასეთ ფსიქოლოგიური პრობლემებს, კერძოდ ავიტამინოზები, ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. ასე რომ მიმართეთ ექიმს.