რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ასე თავდაუზოგავათ გვეხმარებით თქვენს მკითხველებს. მაქვს ასეთი შეკითხვა, ერთი წლის წინ გაციების შედეგად დამემართა ნერვის ანთება (ტკივილები მქონდა წელის არეში), მკურნალობის შედეგად ტკივილებმა გამიარა, მაგრამ მას შემდეგ საკმარისია 10-15 წუთი ფეხით გავიარო, რომ ტკივილი მეწყება, ძირითადად მოვლითი ტკივილი, ასევე სიგრილეში მეწყება ტკივილი და როდესაც საქმის გაკეთება მიწევს წელში მოხრილს, მიჭირს გასწორება, ერთ კვირაში მაქვს ქორწილი და მაინტერესებს დაორსულების შემთხვევაში შემექმნება თუ არა პრობლემები. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი
- სამწუხაროდ არ არის გამორიცხული ტკივილების აღმოცენება ორსულობის მეორე ნახევარში და მისი დასასრულისათვის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაავადებამ საერთოდაც არ შეგახსენოთ თავი.