.მენსტრუაციებს შორის გამონადენები მქონდა და ამიტომ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

14-01-2020

გამარჯობა.მენსტრუაციებს შორის გამონადენები მქონდა და ამიტომ მივედი გინეკოლოგთან. პირველი ეხოსკოპიის მერე მითხრეს პოლიპები. იმის მერე რამდენჯერმე გადავიმოწმე და ისევ მქონდა. გავიკეთე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიული გამოკვლევა ვაგინოსკოპიის გზით. ჩატარდა ენდომეტრიუმის პაიპელ და ფანჩ ბიოფსია და დამიდგინდა ენდომეტრიუმის მრავლობითი პოლიპი,რომელიც კეთილთვისებიანია. ექიმმა დამინიშნა მიდიანა, რომელიც 6 თვის განმავლობაში უნდა ვსვა. მითხრა რომ მომიწესრიგდება ენდომეტრიუმი და პოლიპები აღარ მექნება. გთხოვ მიპასუხეთ მხოლოდ ამ წამლით შესაძლებელია რომ პოლიპები გაქრეს? თუ ჰისტეროსკოპიის გაკეთებაა აუცილებელი და ამ გზით პოლიპების მოშორება? თან ქალიშვილი ვარ. პოლიპები ზომაში დაახლოებით 7-8 მმ. ენდომეტრიუმიც ცოტა გასქელებული მქონდა როგორც მითხრეს და მოსაწესრიგებელია.

პასუხი
ლალი ფხალაძე, მედ. დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

პასუხი: როდესაც ენდომეტრიუმში არის  პოლიპები ზომით 6 მმ-ზე მეტია   და თვეების განმავლობაში  რჩება, რეკომენდებულია ჰისტეროსკოპია და საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა. თუმცა,მანამდე  აუცილებელია ჩატარდეს ჰორმონული ანალიზი, რომ დადგინდეს ენდომეტრიუმის გასქელების და პოლიპების წარმოქმნის მიზეზი. ჰორმონული დარღვევებისას უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა მათ მოსაწესრიგებლად. ენდომეტრიუმის გასქელების და პოლიპების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერინსულინემია, ჰიპერესტროგენემია და ა.შ. ასეთ დროს ძირითადად ინიშნება პროგესტერონის პრეპარატები მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში, ასევე შეიძლება დაინიშნოს კონტრაცეპტივები, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში ნდაინიშნა მიდიანა. არის ალბათობა, რომ პოლიპები  აღარ დაფიქსირდეს. ეს არის ინდივიდუალური.  თუ პრობლემა არ მოგვარდა, მითუმეტეს თუ მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი ჩამონაშალი  გაგიგრძელდათ, მაშინ უნდა ჩატარდეს ჰისტეროსკოპია, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს ქალიშვილებშიც საქალწულე აპკის დარღვევის გარეშე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად