19 წლის ვარ და მაინტერესებს პლასტირი კონტრაცეპტივ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

12-01-2020

გამარჯობა 19 წლის ვარ და მაინტერესებს პლასტირი კონტრაცეპტივის გამოყენებამდე აუცილებელია რაიმე გამოკვლევების ჩატარება? რეგულარულად არ ვაპირებ გამოყენებას მხოლოდ რამოდენიმე დღით დამატებით თავის დაცვის მიზნით. ან სხვა რომელიმე უკეთეს საშუალებას ხომ ვერ მორჩევდით პრეზერვატივის გარდა? უბრალოდ მხოლოდ მაგის იმედად ყოფნა არ მინდა ძალიან მანერვიულებს. მადლობა წინასწარ

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ზოგადად, პლასტირის დაკვრა მიზანშეწონილია გარკვეული დროის განმავლობაში. მის გამოყენებამდე, ისე როგორც სხვა კონტრაცეპტივების შემთხვევაში (პრეზერვატივის გარდა) საჭიროა სისხლის შედედების სისტემის - კოაგულოგრამის გამოკვლევა, ასევე სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის შეფასება, რისთვისაც შესაბამისად ტარდება მამოლოგის კონსულტაცია და ექომამოგრაფია და კოლპოსკოპია და პაპ ტესტი. თუ ორსულობისგან თავის დაცვა გსურთ მოკლე დროის განმავლობაში, მიზანშეწონილია მამაკაცის კონდმის - პრეზერვატივის გამოყენება ან ე.წ. გადაუდებელი კონტრაცეპციის გამოყენება, რაც ტარდება უშუალოდ სქესობრივი კონტაქტიდან  არა უგვიანეს  72 საათისა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: პლასტირი
კომენტარები
13 ივლისი 2020 14:38
გთხოვთ იქნებ ვინმემ იცოდეთ რომელ აფთიაქში შემიძლია შევიძინო პლასტერი კონტაცეპტივი ??? ან საერთოდ არის საქართველოში , ან რა გაოვიყენო ექსტრემალურ სიტუაციაში ??! მადლობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად