ბავშვს აწუხებს შეკრულობა, 2წლი ნახევრის არის, ხელო... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
08-01-2020

-ბავშვს აწუხებს შეკრულობა, 2წლი ნახევრის არის, ხელოვნურზეა ისევ, მიკრო ოყნით გამყავს, რა შეიძლება რომ მივცე?

პასუხი
-ბავშვს ესაჭიროება გამოკვლევა და შემდეგ კომპლექსური გასტროენტეროლოგიური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს მისი ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგებას, ფერმენტული აქტივობის კორექციას და სამკურნალო კვებას.
რაც შეეხება პროდუქტებს, შეკრულობის წინააღმდეგ პირველ რიკში აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომელიც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს.
ამ ასაკის ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს ბოსტნეულს –ჭარხალს, სტაფილოს, კომბოსტოს, მწვანილს, პარკოსნებს.
გარდა ამისა, ნაწლავების მოქმედებისათვის აუცილებელია ქლიავი, მსხალი, გარგარი, ატამი, ვაშლი, როგორც ნედლი, ასევე ჩირის სახით.
რეკომენდებულია სათანადო რაოდენობით საითხე (წყალი).
რძის ნაწარმი პერისტალტიკის ზომიერ სტიმულაციას იწვევს რძემჟავა პროდუქტები: იოგურტი, დაბალპროცენტიანი კეფირი ან მაწონი.
მენიუში უნდა შედიოდეს ბურღულეული: წიწიბურას, შვრიის ფაფა.
მიეცით მას მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ულუფები და ნუ შესთავაზებთ ზედმეტ საკვებს.
მედიკამენტი (ბავშვებისათვის რეკომენდებულია ლაქტულოზას პრეპარატები) არის დროებითი ღონისძიება, ის მიღებისას ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას, მაგრამ შემდგომში ყაბზობა კვლავ აღდგება.
დამატებითი რჩევა:
>დილით უზმოზე დაალევინეთ ბავშვს ერთი პატარა ჭიქა დამდგარი წყალი;
>აუცილებელია სადილად წვნიანის მიღება; კერძები ზეითუნის ზეთზე უნდა დაუმზადოთ.
>შეუზღუდეთ ბავშვს შემდეგი პროდუქტები: შოკოლადი, თხილი; ტკბილეული, მშრალი კვება, სწრაფი კვების პროდუქტები, ძეხვეული. ნაკლებად აჭამეთ პატარას თეთრი და საფუარიანი პური.
>შეკრულობის დროს სასარგებლოა ქიშმიშის ნახარში. 1სუფრის კოვზ ქიშმიშს დაამატეთ 1ჭიქა მდუღარე წყალი, უმჯობესია დააყენოთ თერმოსში და დაალევინოთ თქვენს პატარას.
>ძილის წინ მიეცით ბავშვს 1ჭიქა მაწონში დამატებულ 20 ცალ ორთქლზე მოხარშულ შავი ქლიავი.
თუ რეკომენდაციების არასაკმარისი იქნა მიმართეთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, აუცილებელია შეკრულობის მიზეზების დადგენა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად