მოგესალმებით ვარ 44 წლის ბოლო ორი თვეა ამერია მესტ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

22-12-2019

მოგესალმებით ვარ 44 წლის ბოლო ორი თვეა ამერია მესტრუაციული ციკლი თვეში თითქის ორჯერ მაქვს და 10 დღით მიგრძელდება გამონადენი შეიძლება ეს მენოპაიზის ნიშანი იყოს თუ სხვა მიზეზის ძალიან მტკივა მკერდიც ამასთანავე ოღონდ არ მითხრათ გინეკოლოკს რომ უნდა მივაკითხო ეგ ისედაც ვიცი უბრალოს ევროპაში ვარ და ვერ ვახერხებ ვიზიტს.

პასუხი
ლალი ფხალაძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

პასუხი: ამ ასაკში მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყოველთვის დაკავშირებულია  საკვერცხის ფუნქციის დაქვეითებასთან და ჰორმონულ ცვლილებებთან, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ექოსკოპია, რომ პირველ რიგში შეფასდეს საშვილოსნოს შიგნითა გარსის - ენდომეტრიუმის მდგომარეობა, საკვერცხეები. რადგან ასეთ სიტუაციებში შეიძლება იყოს ენდომეტრიუმი გასქელებული, საკვერცხეში იყოს ცისტები და ა.შ. ამ დროს ასევე სასურველა ჩატარდეს პროლაქტინის ანალიზიც. ამ ასაკში მაღალია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის რისკი, ამიტომ სისხლდენების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა. ამიტომ საჭიროა ექოსკოპიური გამოკვლევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: ციკლი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად