ვარ 29 წლის ქალი, მყავს 2 შვილი და მეუღლე. ბოლო 2... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-08-2010

- ვარ 29 წლის ქალი, მყავს 2 შვილი და მეუღლე. ბოლო 2 წელია, საერთოდ გამიქრა სექსუალური ურთიერთობის სურვილი, რას დავაბრალო?

პასუხი
- ქალის სექსუალური სიცივე - ფრიგიდულობა, არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა ენდოკრინული ან ფსიქონევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინებას. მას შეიძლება იწვევდეს აგრეთვე ქრონიკული ინტოქსიკაცია, ვიტამინების ნაკლებობა, გადაღლა. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ეს ფაქტორები. მათი არსებობის შემთხვევაში კი სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
სექსოლოგთა მონაცემებით მათთან მისული ქალების 40% უჩივის ორგაზმის არარსებობას. ამ დროს მკვეთრადაა დაქვეითებული ქალის სექსუალური ლტოლვა. ანორგაზმია შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია განპირობებული ქალის ორგანიზმის თავისებურებებით, დანარჩენ ორ მესამედში კი მიზეზი მეუღლეთა ურთიერთობის დისჰარმონიაა. ასეთი დისჰარმონია სავსებით ჯანმრთელ ისეთ მეუღლეთა ურთიერთობის დროსაც წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც სიყვარულით დაქორწინდნენ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამის მიზეზი კი უხშირესად მამაკაცის არასწორი ქცევა ან მის მიერ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის უცოდინრობა, საჭირო ინტუიციის უქონლობა და ინტიმურ სფეროში ურთიერთგაგების დეფიციტია.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მედიკამენტებით, ფიზიოთერაპიით, ფსიქოთერაპიით.
აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგსა და სექსოლოგს, რადგან სექსუალური პრობლემები შემდგომში ოჯახური ურთიერთობის პრობლემებად გადაიზრდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად