გარჯობა.5წელია გათხოვილი ვარ.მყავს შვილი ძუძუზე 1წ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

20-12-2019

-გარჯობა.5წელია გათხოვილი ვარ.მყავს შვილი ძუძუზე 1წლის არაა ჯერ პატარა.გათხოვებიდან ალბათ 1წელში გამიქრა ქმართან ინტიმური ურთიერთობის სურვილი. ხშირად არაკომფორტულია ჩემთვის და წვა მაქვს სიმშრალის გამო ურთიერთობისას. ზოგჯერ არც მინდა შემეხოს და საუბარიც კი წამოიწყოს ამ თემაზე. ქმარი მიყვარს რა თქმა უნდა .ამასთან ერთად მაქვს ნევროზი სახლში ჯდომისგან და გადატვირთვსიგან. თუ აქ ვერ მომცემთ შესაბამის რჩევას რა მოვიმოქმედო იქნებ მითხრათ ვის უნდა მივმარტო ამ შემთხვევაში სექსოლოგს ფსიქოლოგს თუ ვის. მადლობა

პასუხი
-სექსოლოგს უნდა მიმართოთ. საერთოდ იცოდეთ, რომ სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე აუცილებელია წინასწარი მომზადება -პრელუდია, რომლის დროსაც ქალი ფსიქოლოგიურად განეწყობა და შესაბამისად სასქესო ორგანოებიც ემზადება პროცესისთვის.
ქალს ასაგზნებად გაცილებით მეტი დრო და მუხტი სჭირდება ვიდრე მამაკაცს, ამისთვის სქესობრივი კავშირის წინ პრელუდია სათანადო დროით უნდა გაგრძელდეს.
გარდა ამისა, თქვენი ასეთი მდგომარეობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გადაღლასაც შეიძლება უკავშირდებოდეს, წყვილისთვის ინტიმური სიახლოვე საწოლში კი არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, არამედ მთელი დღის ერთმანეთის მიმართ ყურადღების გამოჩენა, სიურპრიზების გაკეთება და საოჯახო საქმეების გადანაწილება უნდა ხდებოდეს, თუ ეს შესაძლებელია, ან დასვენებიის დღეები მაინც უნდა გამოიყენოთ ერთმანეთთან სიახლოვისთვის.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად