.გთხოვთ დამეხმაროთ, ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

commerce
19-12-2019

გამარჯობა.გთხოვთ დამეხმაროთ, ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ვარ 32 წლის, პირველი ორსულობაა. ბოლო ციკლის პირველი დღეა 22 აგვისტო. ციკლი მაქვს 9 დღიანი. გთხოვთ, პირველ რიგში ის ამიხსნათ თუ რამდენი კვირის ვარ, 13 დეკემბრის ექოსკოპიის მონაცემით ვარ 16 კვირის და 1 დღის, (იხ.ფოტო) დღეს-19 დეკემბერს გამოვდივარ 17 კვირის, როგორ? ციკლის პერიოდში ხომ ვერ მოხდებოდა ჩასახვა? და როგორც ვიცი ციკლთან ახლოს მდებარე დღეებშიც ნაკლებ სავარაუდოა ჩასახვა.13 დეკემბერს ნაყოფი ფოტომეტრიით შეესაბამებოდა 14 კვირას და 2 დღეს, მეუბნებიან რომ ზრდაში არის ჩამორჩენა. როგორ არის ზრდაში ჩამორჩენა, ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, როცა ციკლი 9 დღიანი მაქვს და ჩემ შემთხვევაში უფრო გადაიწევს ოვულაციის პერიოდი? 13 დეკემბრის შემდეგ მაქვს მენსტრუალური ხასიათის ტკივილი, ყოველ დღე, ზოგჯერ მცირე, ზოგჯერ შედარებით მეტი, ძლიერი არასდროს. ასევე მაქვს დღეში მაქსიმუმ 4-5ჯერ, მხოლოდ შარდვის დროს, სისხლიანი, ხან მუქი ყავისფერი გამონადენი, მხოლოდ წვეთის სახით, ანუ ჭარბი არც ერთი მოშარდვის დროს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ტკივილი და გამონადენი? ექოსკოპიას არასდროს დაუფიქსირებია ნაყოფის რაიმე ანომალია, იქნებ რამე ინფექციაა ჩემ ორგანიზმში და შესაბამისი ანალიზი მჭირდება, სანამ გვიანი არაა.რეზუს უარყოფითი მაქვს სისხლი, მეუღლეს დადებითი, 12 კვირამდე გავიკეთე ანალიზი ანტისხეულებზე, არ იყო მაშინ. ახლა ხო არაა შესაძლებელი ანტისხეულების წარმოქმნა და ხელი შეუშალოს ორსულობას?გთხოვთ მიპასუხოთ ყველაფერზე, იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების.

პასუხი
პასუხი: ვინაიდან, ბოლო მენსტრუაცია იყო 22 აგვისტოს, დღეს, 19 დეკემბერს ორსულობის ვადაა ზუსტად 17 კვირა. მართალია,  ჩასახვა ხდება მენსტრუაციის შემდეგ, დაახლოებით, მენსტრუაციული ციკლის შუაში, მაგრამ გესტაციური ვადა ითვლება ბოლო მენსტრუაციის  თარიღიდან, რაც ხშირად არ ემთხვევა ფეტომეტრიით ორსულობის ვადას. ის ფაქტი, რომ ნაყოფის ზრდა ჩამორჩება ორი კვირით - საყურადღებოა და საჭიროა ვიტამინო და მინერალოკომპლექსების დანიშვნა, რითაც გაუმჯობესდება ნაყოფის კვება. ასევე, ძალიან საყურადღებო ნიშანია ტკივილი და ყავისფერი გამონადენის არსებობა, რაც საჭიროებს სათანადო - ორსულობის შემანარჩუნებელ თერაპიას. ასევე გესაჭიროებათ სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, D დიმერი, შარდის საერთო ანალიზი. ის ფაქტი, რომ ექოსკოპიურად ნაყოფის ანომალია არ ვლინდება, რა თქმა უნდა, დადებითია. მაგრამ თქვენ გესაჭიროებათ წოლითი რეჟიმი, სათანადო მკურნალობა, ექოსკოპიური კონტროლი და ექიმის მეთვალყურეობა. რაც შეეხება რეზუს ფაქტორს, უარყოფითი რეზუსი, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული სისხლიან გამონადენთან, მით უფრო, რომ ანტისხეულების ტიტრი არ გაქვთ მომატებული. ზოგადად, რეზუს კონფლიქტის განვითარება პირველი ორსულობის დროს არ ხდება, ეს უფრო საყურადღებოა მეორე და მომდევნო ორსულობების დროს. ამიტომ თქვენ გესაჭიროებათ ანტისხეულებზე განმეორებითი ანალიზის გაკეთება ორსულობის 26 კვირის ვადაზე და ტიტრის კვლავ არარსებობის შემთხვევაში - ანტირეზუს გამაგლობულინის გაკეთება, რაც თავიდან აგაცილებთ რეზუს კონფლიქტს და ხელს შეუწყობს შემდეგი  ორსულობების ნორმალურ მიმდინარეობას.
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად