. მადლობა რომ ყოველთვის პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. ... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

12-12-2019

გამარჯობა. მადლობა რომ ყოველთვის პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. მაინტერესებს ბაზალური ტემპერატურის მატება ოვულაციის პერიოდში ნიშნავს თუ არა ფოლიკულის გასკდომას და მის მომწიფებას ?ექოსკოპიის გარდა თუ შეიძლება სხვა მეთოდით ამის დადგენა ? და კიდევ მაინტერესებს ოვულაციის დადგომამდე ბაზალური ტემპერატურა რამდენს უნდა შეესაბამებოდეს ? (მე 36.8 მაქვს ) და შესაფერისია თუ არა ეს სიცხე.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ოვულაციის (ფოლიკულის გასკდოის) შემდეგ ყალიბდება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონს პროგესტერონს. პროგესტრონი გავლენას ახდენს თერმორუგულაციაზე და უკანა ტანში ტემპერატურის მომატებაც სწორედ მის ფუნქციასთანაა დაკავშირებული. ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში ბაზალური ტემპერატურა აღწევს 37,2-37,3 გრადუსს და ეს მაჩვენებელი უნდა შენარჩუნდეს 10 დღემდე. ყვითელი სხეულის არასრულფასოვანი ფუნქციონირების შემთხვევაში ტემპერატუა შეიძლება აიწიოს, მაგრამ ეს არ გრძელდება რამდენიმე დღე. ტემპერატურის მაჩვენებელი 36.8 დაბალია და შეიძლება მიუთითებდეს ანოვულაციაზე (ანუ არ ხდება ფოლიკულის გასკდომა). ამის დასადგენად ექოსკოპიის გარდა არსებობს ასევე ოვულაციის ტესტები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად