მოგესალმებით,იქნებ რამე რჩევა მომცეთ,26 წლის ბიჭი ... | ანდროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანდროლოგია

კატეგორია - ანდროლოგია

commerce
12-12-2019

მოგესალმებით,იქნებ რამე რჩევა მომცეთ,26 წლის ბიჭი ვარ, 3 წელია საზღვარგარეთ ვარ, შევამჩნიე რომ ბოლო წლებში პოტენციის პრობლემები მაქვს. წლების წინ ვიყავი ერთ ექიმთან საქართველოში და არც გამსინჯა ნორმალურად, ამ ასაკში რა უნდა გჭირდესო ელეუტეროკოკის წვეთები დამინიშნა და გამომიშვა. შედეგი არაფერი მომცაგერმანიაშიც მივედი უროლოგთან 2 თვის წინ, ამან კარგად გამსინჯა ასო დაათვალიერა და რამდენიმე შიდა ორგანოც. ყველაფერი წესრიგშიაო თქვა. გავიკეთეთ ტესტოსტერინის ტესტი, აქაც რიგზე იყო ყველაფერი, თქვა პროლაქტინია ოდნავ მომატებულიო და გამგზავნა რადიოლოგთან თავის ტვინის გასაშუქებლად. სურათები რომ ნახა ყველაფერი წესრიგში გაქვსო მითხრა და დამინიშნა პოტენციის აბები Sildenafil Pfizer, შევიძინე მაგრამ არ დამილევია ჯერ, ყოველი სექსისას აბებს ხო არ მივიღებ? ბოლოს მითხრა 3 თვის მერე კიდე მოდიო და პროლაქტინს გადაგიმოწმებო, ცოტა კი მეუცნაურა რა უნდა შეიცვალოს ახლა თუ წესრიგში მქონდა?ზოგადად ინტერესი მაქვს დაკარგული ქალების და სექსის მიმართ, არადა 5-6 წლის წინ ყველაფერი იდეალურად მქონდა, ვერ ვიფიქრებდი ასეთი რამ თუ დამემართებოდა. ადრე ძილის დროს მქონდა სპერმის გამოყოფა რამდენჯერმე და ახლა წლებია აღარ მომსვლია. საბოლოოდ ერექცია მაინც მაქვს მაგრამ საკმაოდ სუსტი, აღგზნებაც მიჭირს და დიდი დრო მჭირდება ერექციის მისაღწევად, ზოგჯერ ასო არც მაგრდება ბოლომდე. და ერექციის შენარჩუნებაც მიჭირს, დიდად აღარც მანიჭებს სიამოვნებას ამის გამო. ეჭვი მაქვს რომ ორგანული დაზიანებაა, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ დამემართა ეს. არ ვარ ნაოპერაციები არასდროს, არც ჭარბი წონა მაქვს, არც გულის რაიმე დაავადება. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ვარ, ცოტა ცუდი მხედველობა მაქვს მაგრამ სხვას ვერაფერს დავიჩივლებ. როგორ შეიძლება რომ ორგანულად რამე მჭირდეს და რამე სიმპტომი არ მქონოდა აქამდე?ახლა სხვა ექიმთანაც ვარ ჩაწერილი მაგრამ 2 თვის შემდეგ მომცეს ვიზიტი. რა შეიძლება მოვიმოქმედო მე მანამდე? ის მაინც რომ დავადგინო რისგანაა გამოწვეული? ცოტა შეშინებულიც ვარ რამე უკურნებელი არ მჭირდეს. რას მირჩევდით თქვენ?

პასუხი
- უნდა დადგინდეს ერექციული დისფუნქციის მიზეზი, სხვაგვარად სწორ მკურნალობას ვერ ჩაიტარებთ. ამისთვის კი ჯერ გამოკვლევაა საჭირო. ზოგადად ახალგაზრდებში ორგანული პრობლემები შედარებით იშვიათია და უფრო ხშირი ფუნქციური დარღვევებია, მაგრამ დიაგნოსტიკა აუცილებელია. ამისთვის უნდა მიმართეთ ანდროლოგს ან სექსოლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევები. გირჩევთ ჩვენს საიტზე გაეცნოთ სტატიებს ამ თემაზე, რათა წარმოდგენა შეგექმნათ ერექციული დისფუნქციის მიზეზებზე ზოგადად:

ერექციული დისფუნქცია

რამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად