მოგესალმებით,ჩემს მეწყვილეს აქვს სოკო, ადრეც ქონდა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

commerce
09-12-2019

მოგესალმებით,ჩემს მეწყვილეს აქვს სოკო, ადრეც ქონდა თუმცა იმკურნალა, მე არ მქონია და რჩევების მიუხედავად არ მიმკურნალია. ბოლო სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, ჩემს მეწყვილეს კვლავ აღმოაჩნდა სოკო მარტივი ფორმით.ორი დღის წინ შემატყობინა ეს მან. ორი დღე არაფერი მეტყობოდა მე და დღეს დილით შევამჩნიე, სასქესო ორგანოზე თეთრი წერტილები (ბავშვობაში მარილებს ვეძახდი) და ცოტა პენისის თავის სიწითლე, თითქოს სასქესო ორგანოს თავზე პატარა ფუფხები მაქვს. არ მაწუხებს ტკივილი, არც შეხებისას, არც მოშარდვისას (მოშარდვისას ჩვეულებრივად ვშარდავ, თეთრი გამონადენი არ მოყვება შარდს) არც ფხანვა მაწუხებს, რეალურად ვიზუალურად მეტყობა ცოტათი, შეგრძნების დონეზე არაფერი მაწუხებს. სამწუხაროდ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან ჩაწერას და მისვლას. თუ შეგიძლიათ რომ ონლაინ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა გავაკეთო, რომ შემდგომ სტადიებზე აღარ განვითარდეს. წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
თქვენი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სოკოვან ინფექციასთან, მაგრამ ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვა რაიმე ინფექციას. ვინაიდან თქვენს მეწყვილეს აღენიშნება სოკოვანი ინფექცია, თქვენი დაინფიცირების ალბათობაც დიდია, ამიტომ შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, მაგრამ უფრო სპეციფიკური მკურნალობის შერჩევისთვის საჭიროა დადგინდეს თქვენი სიმპტომების მიზეზი,ჩატარდეს ნაცხის ბაქტერიოსკოპია და შეირჩეს სათანადო მკურნალობა. 

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად