რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ვარ 30 კვირის ორსული.ექოსკოპიაში მიწერია რომ ბიოფიზიკური პროფილის ულტრაბგერითი კრიტერიუმი შეადგენს 7 ქულას.ნაყოფის ჰიპოქსიის ულტრაბგერითი მარკერები. ასევე პლაცენტის სიმწიფის ხარისხი წერია მეორე-მესამე. სანაყოფე წყლებიც ქვედა ზღვარზე მაქვს და არაერთგვაროვანია. თუმცა ნაყოფის მაჩვენებლები ყველაფერი ნორმაში იყო,გულის ცემაც და დანარჩენიც. ძალიან შეშინებული ვარ,გთხოვთ მიპასუხოთ როგორ გამოვასწორო ეს პრობლემები რაც მაქვს. ვსვამ მხოლოდ კარდიომაგნილს 150მგიანს.
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: თქვენ გესაჭიროებათ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლი მედიკამენტების დანიშვნა, ასევე შეგიძლოიათ მიიღოთ ჟანგბადის წვეთები, რითაც გაიზრდება ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდება და შესაძლოა გამოსწორდეს მისი ჰიპოქსიის ნიშნები. საშიში არაფერია, მაგრამ თქვენი მდგომაროება საყურადღებოა თუ ასევე გავითვალისწინებთ პლაცენტის სიმწიფის ხარისხსა და სანაყოფე წყლების რაოდენობას. ამიტომ თქვენ გესაჭიროებათ დინამიკაში დაკვირვება, ექოსკოპიის კონტროლი და ექიმის მეთვალყურეობა.