მოგესალმებით, მოკლედ მე ვარ ლუკა და ძალიან ჩამითრი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-12-2019

მოგესალმებით, მოკლედ მე ვარ ლუკა და ძალიან ჩამითრია ერთმა თამაშმა სახელს არ ვიტყვი, ხოდა ამ თამაშის გამო მე შემემქნა თვალზეპრობლემა ამავდროულად ვეღაც ვაქცევ სწავლასაც დიდ ყურადღებას ასე რომ მირჩიეთ როგორ დავანებო თავი კომპიუტერს

პასუხი
-თქვენი ასაკი? თამაშის სახელს რატომ არ გვეუბნებით? თუ ეს თამაში ,,ლურჯი ვეშაპია“ , მაშინ იცოდეთ, რომ ასეთი თამაშები ხშირად ადამიანს აიძულებს გამოუსწორებელი ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ფსიქონევროლოგს. თუ მოზარდი ბრძანდებით, აუცილებლად უნდა უთხრათ ამის შესახებ მშობლებს.
ზოგადად ვიდეო თამაშები იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას (ანუ ძნელია თავის დანებება). ვიდეო თამაშები იწვევს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, რაც ათვისების ხარისხ აქვეითებს, გარდა ამისა იწვევს მხედველობის დარღვევას, იმუნიტეტის დაქვეითებას, თავის ტკივილს, გადაღლილობას, უძილობას, ზურგის ტკივილს და გვირაბის სინდრომს (მაჯის არეში ტკივილი).
რადგან ეს წერილი მოგვწერეთ ე.ი, გინდა ამ ვიდეო თამაშებზე თავის დანებება და ეს უკვე პირველი ნაბიჯია. ახლა გადადგით მეორე ნაბიჯი - გაანახევრეთ ვიდეო თამაშის დრო (თუ დღეში 4 საათი თამაშობთ, დღეიდან მხოლოდ 2 საათი ითამაშეთ) და აუცილებლად აკონტროლეთ ეს დროს არ გადაამეტოთ არავითარ შემთხვევაში. 1 ან 2 კვირის შემდეგ კიდევ გაანახევრეთ დროს და საბოლოოოდ ჩამოდით 1 საათამდე, შემდეგ კვირაში მხოლოდ 2 დღე ითამაშეთ 1 საათი და ასე ნელ-ნელა საერთოდ დაანებეთ თავი თამაშს. მეტი დრო დაუთმეთ კითხვას, სპორტს და მეგობრებთან უშუალო ურთიერთობას.
თუ ატყობთ, რომ დამოუკიდებლად ვერ ანებებთ თავს ვიდეო თამაშებს, მაშინ აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა. გახსოვდეთ, ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებაა და აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად