ჩემი უახლოესი ადამიანი ისევ დაუბრუნდა ნარკოტიკს, ... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

05-08-2010

- ჩემი უახლოესი ადამიანი ისევ დაუბრუნდა ნარკოტიკს, არადა აღარ იკეთებდა 3 თვე, ვერ ვითანხმებ, რომ მკურნალობა დაიწყოს და მაშინვე აგრესიული ხდება, როცა ამ თემაზე ვიწყებ საუბარს. ის გოგოა, ძალიან ლამაზი გოგო, არ მინდა დაიღუპოს, გავგიჟდები. მაგრამ ადრე რომ თვალებს ძლივს ახელდა წამლის ზემოქმედების დროს, ახლა ასე არაა, ჩვეულებრივად საუბრობს ნებისმიერ თემაზე ე.წ. კაიფის დროს, მაგრამ თვალები აღარ ებრიცება და ეხუჭება, არც ხელებზე ეტყობა რაიმე. არადა, ვიცი, რომ იკეთებს, ნემსები ვუპოვე. სხვა ვერავინ ატყობს ჩემს გარდა, ვერავინ. თვალები ოდნავ ეხუჭება ხოლმე, არადა არანაირი კვალი არ აქვს ხელებზე და ფეხის ვენებზე. თეორიულად რა წამალი შეიძლება იყოს ასე, რომ არ ემჩნევა? როგორ დავეხმარო, როგორ მივუდგე, რომ დაველაპარაკო და გულახდილი გავხადო? ჯერჯერობით ნარკოლოგთან ვიზიტი არ ხერხდება, ჩვენ საქართველოში არ ვართ, მირჩიეთ რამე, გთხოვთ.

პასუხი
- ერთადერთი დახმარება მისი ნდობის მოპოვება და გულახდილი საუბარია. თუ დადასტურდა, რომ ეს გოგონა კვლავ ნარკოტიკის მომხმარებელია (სულერთია იკეთებს, სვამს, თუ ეწევა) გახსოვდეთ, რომ ნარკომანი ავადმყოფია და მკურნალობას საჭიროებს (და არა საყვედურსა და საზოგადოებიდან გარიყვას). გვერდით დაუდექით მას, ზურგი არ შეაქციოთ, შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ თავს იკლავს და ახლობლებსაც კლავს თავისი ქმედებით, ეგებ მკურნალობაზე დაითანხმოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად