. 2 კვირის წინ ბებოს დაემართა გულის შეტევა, ახალა ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
30-11-2019

გამარჯობა. 2 კვირის წინ ბებოს დაემართა გულის შეტევა, ახალა უმძიმეს მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა ძალიან განვიცდი. არვიცი ამის ბრალია თუ არა. სუნთქვის უკმარისობით გამოუვლინდა. 19 წლის ვარ. წუხელ დამემართა ასეთი რათაც ღამე, საშინელი დეგრძნება მქონდა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი და უნდა გავგუდულიყავი, დამემართა საშინელი პანიკები, მეგონა დღეს ცოხალი ვეღარ გავიღვიძებდი. საღამოთი უევრად თითქოს სული მეხუთებოდა დამეწყო შიშები, მერე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადავიტანე და გადამიარა, ღამე კი უარესი დამემართა. ვარ ძალიან ემოციური, 2 კვირის წინაც მაწუხებდა ეს შეგრძნება ოღონდ ასე მძაფრად წუხელ რომ მქონდა არა. მივედი ექიმთან, გულის ეხო გადავითე 4 დღის წინ, სურათს გიგზავნით, მითხრეს შაშიში არაფერია და ეს ამ სიფტომებს არ გამოიწვევდაო, ექიმმა ფილტვებზეც მომისმინა და ჯანმრთელი ფილტვები გაქვსო. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ნერვოზმა ასე გამძაფრებული სუნთქვის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს? ასევე ხშირად მაწუხებს მაღალი წნევები 140/90 ზე . გუშინ წნევა ვერ გავიზომე, სახლში არმაქვს წნევის აპარატი, სტუდენტუ ვარ და გოგოებთან ერთად ვცხოვრობ,მშობლებისგან მოშორებით.ვსვამ ანაპრილინს და კარდიომაგმილს ექიმის დანიშნულებით, რა გავაკეთო, როგორ მოვიხსნა ეს აუტანელი შეგრძნებები?

პასუხი
- ამ კვლევის მიხედვით ისეთი ცვლილება არ ფიქსირდება, რომელიც ასეთ ჩივილებს გამოიწვევდა. სავარაუდოდ მიზეზი არის ფსიქიკური აშლილობა. თუმცა წნევის მატების მიზეზიც უნდა დაადგინოთ. გამოიკვლიეთ სისხლში ტსჰ-ის შემცველობა და გაიკეთეთ შარდის საერთო ანალიზი. ასევე გამოიკვლიეთ გლუკოზის შემცველობა სისხლში. თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ მიმართეთ ფსიქონევროლოგს მკურნალობისათვის. მხოლოდ ანაპრილინი არ იქნება საკმარისი. კარდიომაგნილი რისთვის დაგინიშნეს, ესეც ექიმთან გაარკვიეთ. გაიკეთეთ კოაგულოგრამაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად