რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ.. ციკლის მეექვსე დღეს გავიკეთე ფოლიკულის მონიტორინგი მარჯვენა საკვერცხის ფოლიკულა მაქვს 9მმ და 5 მმ .. მარცხენა საკვერცხის ფოლიკულა 6 მმ და 4 მმ .. ენდომეტრიუმი სისქით 5.8 მმ .. დამინიშნა ექიმმა პროფერტილი მაინტერესებს ეს წამალი ენდომეტრიუმის ზრდას და საკვერცხის მომწიფებას უწყობს ხელს ? ან შესაძლებელია თუ არა დაორსულება ამ წამლის კურსის დამთავრებების შემდეგ.
პასუხი
ლალი ფხალაძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
პასუხი: პროფერტილი არის მაღალი ხარისხის მედიკამენტი. შეიცავს ვიტამინებს და აქვს ანტიოქსიდაციური ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ხელს უწყობს უჯრედებში პროცესების ნორმალურ მიმდინაეობას. ეს მედიკამენტი აუმჯობესებს შვილოსნობის ფუნქციას, უზრუნველყოფს კვერცხუჯრედების და ენდომეტრიუმის სათანადო მომწიფებას. მენსტრუაციული ციკლის მე-6 დღისთვის თქვენი ფოლიკული და ენდომეტრიუმი ნორმალურია. უნდა გააგრძელოთ დაკვირვება და ბოლომდე შეაფასოთ როდის გასკდება ფოლიკული და როგორაა ენდომეტრიუმი მომზადებული ორსულობისთვის. რაიმე დარღვევის შემთხვევაში საჭირო იქნება ჰორმონული კვლევა და იმის მიხედვით მკურალობა.