ვარ 5თვენახევრის ფეხმძიმე, ვარ საზღვარგარეთ. 12-1... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

27-11-2019

გამარჯობათ, ვარ 5თვენახევრის ფეხმძიმე, ვარ საზღვარგარეთ. 12-13 კვირის ვადაზე გამიკეთდა ანალიზი სადაც ბავშვს ყველაფერი წესრიგში ქონდა, ხოლო ახლა განმეორებით გამიკეთეს ანალიზი ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს გარდა ცხვირის ძვლისა, ექიმი ამბობს რომ შეიძლება იყოს დაუნის სინდრომი, შეიძლება ბავშვი სრულიან ჯანმრთელია. მაინტერესებს თუ წინა ანალიზში არ გამოჩნდა ახლა შეიძლება დიაგნისტირდეს დაუნის სინდრომი? ძალიან ვნერვიულობ, მითხრეს მუცლიდან სითხის ამოღება, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ..

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ზოგადად, ნაყოფის გენეტიკური ანომალიის დადგენისთვის გამოკვლევები ტარდება რამდენიმე ეტაპად:  ექოსკოპიური გამოკვლევა, სადაც ფასდება ნაყოფის კისრის ნაოჭი და ცხვირის ძვლის სიგრძე სრულდება ორსულობის 9-13 კვირაზე, ასევე ამავე ვადაზე კეთდება სისხლში ორმაგი ტესტი. შემდეგ უკვე ორსულობის 16-19 კვირაზე სისხლში კეთდება სამმაგი გენეტიკური ტესტი, რითაც ფასდება ანომალიის არსებობა. გენეტიკური ტესტების სიზუსტე შეადგენს 60-65 პროცენტს. ამდენად, თუ არსებობს რაიმე საეჭვო აღნიშნულ ტესტებში, რეკომენდებულია ამნიოცენტეზის გაკეთება („მუცლიდან სითხის ამოღება“), რაც დააზუსტებს დიაგნოზს. ამნიოცენტეზი არნაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და მისი გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა, როგორც დედისთვის ისე ნაყოფისთვის.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად