. მყავს ერთი შვილი.ვაპირებ სპირალის ჩადგმას ცოტახა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

26-11-2019

-გამარჯობათ. მყავს ერთი შვილი.ვაპირებ სპირალის ჩადგმას ცოტახანს. სპირალის ამოღების შემდეგ მკურნალობა ყველას ჭირდება? მკურნალობის გარეშე დაორსულება არ შეიძლება?.

პასუხი
-ზოგადად, სპირალის ამოღების შემდეგ ნაყოფიერება მაშინვე აღდგება, თუ რაიმე გართულებას არ ექნა ადგილი. ზოგჯერ სპირალის ამოღების შემდეგ ფერტილობა ქალთა 50%-ს აღუდგება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, ხოლო 96,4%-ში ფერტილობის აღდგენას ესაჭიროება 12 თვე.



ლალი ფხალაძე, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

პასუხი: სპირალი არის გახანგრძლივეული მოქმედების  ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ქალს იცავს არასასურველი ორსულობისაგან, მაგრამ  არ იცავს სქესობრივი გზით გადადმდები  ინფექციებისაგან. თუ გადაწყვეტლი გაქვთ საშვილოსნოს შიგა საშუალების-სპირალის ჩადგმა, პირველ რიგში მინდა გირჩიოთ რომ მანიპულაციის წინ გაიკეთოთ საშოს ნაცხის ანალიზი, რომ გამოირიცხოს ინფექციების არსებობა.  საშვილოსნოსშიგა საშუალების  გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალს არ აქვს ანთება, არ ღენიშნება საშვილოსნოს ყელის ეროზია და არ აქვს ინფექციები. ასეთ შემთხვევაში სპირალის გამოყენება არ იწვევს რაიმე გართულებას  და შესაბამისად , მისი ამოღების შემდეგ არარნაირი მკურნალობა არ არის საჭირო.
ნებისმიერი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალების, მათ შორის  სპირალის გამოყენების შემდეგ, ორსულობამდე რაიმე განასაკუთრებული მკურნალობა არ ტარდება, თუ ქალს არ აქვს რაიმე პრობლემა. ზოგადი რეკომენდაციაა ფოლიუმის მჟავას ან ორსულებისათვის განკუთვნილი მულტივიტამინების კომპლექსის  მიღება ორსულობამდე მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: სპირალი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად