გავიკეთე ხერხებლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

26-11-2019

გამარჯობათ გავიკეთე ხერხებლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია.სადაც ესეთი პასუხი მივიღე L1 მალის სხეულში ისახება მცირე ზომის ჰემანგიომა. C2-C6 TH10 L4 L5 მალთაშუა დისკები გაუწყლოებულია. C5, C6 დისკის დორსომედიალური პროტრუზიები 1,5 მმ ით. L4 დისკის დორსომედიალური პროტრუზა 4მმ ით.L5დისკი დორსომედიალური პროტრუზია 5მმ-ით. ანუ ეს ჰემანგიომა რას ნიშნავს? კიბო მაქვს ხერხემალზე?

პასუხი
-არა, ამ დასკვნაში კიბოზე არ არის საუბარი. მალის ჰემანგიომა კეთილთვისებიანი ხერხემლის სიმსივნეა. გამოვლენილი ჰემანგიომების უმრავლესობას მკურნალობა არ ესაჭიროება. მკურნალობა აუცილებელია, როდესაც პაციენტს გააჩნია ნევროლოგიური დეფიციტი ან ძლიერი ტკივილის სიმპტომი. დასკვნაში პროტუზიაზეც არის საუბარი ანუ მარტივად რომ ვთქვათ მალის თიაქარი წინა სტადია და თიაქარი რომ არ ჩამოყალიბდეს აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს ან ვერტებროლოგს, რომელის ამ დასკვნის და თქვენი ჩივილების გათვალისწინებით დანიშნავს მკურნალობას ან მოგცემთ გარკვეულ რჩევებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად