. მყავს ოცი დღის ვაჟი და მარცხენა სათესლე ჯირკვალი... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

24-11-2019

-გამარჯობათ. მყავს ოცი დღის ვაჟი და მარცხენა სათესლე ჯირკვალი შესამჩნევად დიდი ზომის აქვს თითქოს სავსე, ხოლო მეორე მცირე ზომის და მოშვებული. გთხოვთ გაგვცეთ ამომწურავი პასუხი. გმადლობთ წინასწარ.

პასუხი
-სავარაუდოდ სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი ანუ ჰიდროცელე აქვს ბავშვს. სათესლის გარსებში სითხის დაგროვების მიზეზია ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში საზარდულის მიდამოს ლიმფური აპარატის არასრულყოფილება და შენელებული აბსორბცია. ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია წყალმანკის თავისთავად განკურნება/გაწოვა. სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკის დროს საექიმო ტაქტიკა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ახალშობილობის პერიოდში ოპერაციული მკურნალობა, როგორც წესი, არ ტარდება. თუკი სითხის გაწოვა შედგომში არ ხდება და წყალმანკი კვლავ შენარჩუნებულია, მას მკურნალობენ ოპერაციულად (2-3 წლის ასაკში).
ფრთხილად გაუსინჯეთ მეორე სათესლე პარკიც, მასში სათესლე ჯირკვალი უნდა ისინჯებოდეს.
ჩვენი რჩევა იქნება ბავშვი ბავშვთა უროლოგს აჩვენოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად