მოგესალმებით.მქონდა 42 დღიანი გადაცილება, გავიკეთე... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
20-11-2019

მოგესალმებით.მქონდა 42 დღიანი გადაცილება, გავიკეთე კოლპოსკოპოა და ექოსკოპია.მითხრეს რომ პასუხი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საკვერცხეზე მცირე პრობლემა მაქვს რაც დაორსულებაში შეიძლება ხელშემშლელი ფაქტორი იყოს (შეიძლება გადაცილების გამო სტრესშია საკვდრცხეო)ასევე ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევაში მიწერია stepidermidis, ent.faecalis da სოკო 1 ჯგუფის.დამინიშნეს - მეტრონიდაზი (10დღე), სეკარდოგსი და მეილენის სანთლები (6დღე).განმეორებითი ნაცხის ანალიზი შემდეგ მენსტრუაციაზე და ჰორმონების ანალიზი.მაინტერესებს რა ვუშველო ჰერპეს ვირუსს და მაქვს თუ არა რაიმე სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი დაორსულებისთვის.სექსუალური გზით გადამდები არცერთი ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ეს სტეპიდერმისი და ა.შ რამდენად გადამხდებია ჩემი მეუღლისთვის?მადლობა

პასუხი
პასუხი: თქვენი მონაცემებით საშიში არაფერია. ნაცხში ბაქტერიის არსებობა არ არის საგანგაშო და იგი არ მიეკუთვნება სქეოსობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, ასევე, არც სოკოს არსებობაა საგანგაშო. თქვენ გესაჭიროებათ მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია, რაც დანიშნულიც გაქვთ. რაც შეეხება დაორსულებას, ამისთვის საჭიროა კომპლექსური კვლევის ჩატარება, რაც მოიცავს ჰორმონულ ანალიზს,საერთო ანალიზებს, ფოლიკულის ექომონიტორინგს, ჰისტეროსალპინგოგრაფიას და მეუღლის სპერმოგრამას. 

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად