ვარ 19 წლის ბიჭი მოკლედ მაწუხებს უკვე 2 თვეა პანიკ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
19-11-2019

ვარ 19 წლის ბიჭი მოკლედ მაწუხებს უკვე 2 თვეა პანიკური შეტევები შფოთვა გულის აჩქარება და ასე შემდეგ სადღაც 1 კვირის წინ დავლიე რედბული და მომივიდა პანიკური შეტევა იმის მერე ლოგინიდან ადგომა მიჭირს როგორც ვდგები თავბრუს ხვევა მეწყება ვერ ვსუნთქავ პულსი ჩქარდება 120-130 მდე ადგომის მომენტში ეგრევე პლიუს ამას მიკანკალებს მარჯვენა ხელი( ალბათ ნერვუულობისგან) მოკლედ ვნახე ინტერნეტში და Postural orthostatic tachycardia ეს ემთხვევა მარტო ამ სიმპტომებით, ასევე ხანდახან მაქვს სუნთქვის არითმია ჩასუნთქვისას პულსი ჩქარდება ამოსუნთქვისას ნელდება, გადაღებული მაქვს ორი ექოსკოპია და 7 ელეკტროკარდიოგრამა ყველაფერი ნორმაშია, რამდენჯერმე დავლიე ანაპრილინი და მშველის ძალიან მოკლედ როცა ვწევარ ასე 72-78 მაქვს პულსი როცა ვზივარ ასე 80-84 მაგრამ რო ვდგები 130 ზე ადის. წნევა პანიკური შეტევის დროს 160-90 ამსვლია მაგრამ უმეტესად 125-75 ზეა. მოკლე პასუხი არგამცეთ გთხოვთ გასაგებია რომ ნერვიულობის ბრალი ბევრი რამაა მაგრამ ის რო ასე ჩქარდება ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურზე შეცვლისას ნერვოზით მემგონი არიხსნება. ფარისებრი ჯირკვალიც გამოკვლეულია და ნორმაშია. სტატიაც მიუთითეთ რამე გთხოვთ და მოკლე პასუხი არგამცეთ.

პასუხი
- ჩვენი რჩევა იქნება რომ კომპლექსურად იმკურნალოთ არითმოლოგთან და ფსიქონევროლოგთან - აქ ორივე ფაქტორი არის მოსაწესრიგებელი, მსოლოდ ბეტა ბლოკერის  (ანაპრილინის) მიღება ალბათ არ იქნება საკმარისი, საჭიროა ნერვული ფონის მოხსნაც. დანიშნულება უნდა მოგცეთ ფსიქონევროლოგმაც. ნევროზმა უარესი სიმპტომებიც შეიძლება გამოიწვიოს. დიაგნოსტირებაა საჭირო და სწორი მკურნალობა. ის რომ სუნთქვასთან დაკავშირებით პულსი საგრძნობლად ცვალებადობს, ესეც ნევროზზე მეტყველებს. დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ პრობლემასთან გამკლავება, აუცილებელია ამ მიმართულებით ექიმის კონსულტაცია. რაც შეეხება რედბულს და მსგავს მატონიზებელ არაჯანსაღ პროდუქტებს, კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად