რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოგესალმებით, 6 თვის წინ 9 კვირის ვადაზე შემიწყდა ორსულობა, ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა. ახლა, მეორე ორსულობის დასაგეგმად მე და ჩემმა მეუღლემ ჩავიტარეთ ანალიზები, მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, ეს კი ჩემი მეუღლის სპერმოგრამის პასუხია. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ დიაგნოზს გამოეწვია ნაყოფის გულისცემის შეწყვეტა და ამ პირობებში კვლავ დაორსულების შემდეგ კიდევ ხომ არ არის საშიშროება მუცლის მოშლის ან ნაყოფისთვის რაიმე ანლომალიების განვითარების? და ექვემდებარება თუ არა ეს დიაგნოზი მკურნალობას
პასუხი
თქვენი მეუღლის სპერმოგრამის მიხედვით შემცირებულია მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა, დიდია პათოლოგიური ფორმების წილი, რაც შესაძლებელია გამხდარიყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ანომალური ნაყოფის ჩამოყალიბების მიზეზი. საჭიროა პათოლოგიური ფორმების გაჩენის მიზეზის დადგენა და ამის შემდეგ უნდა შეირჩეს სათანადო მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ორსულობის დაგეგმვა და მისი შენარჩუნება. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა