რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
2სექტემბერს მქონდა სექსი.ციკლი იმ თვეში ჩვეულებრივად მომივიდა 25ში, ოქტომბერში დამეწყო 4დღით ადრე, ჯერ ყავისფერი და შემდეგ ჩვეულებრივად, 10დღე მქონდა მაინც და გადმოვიდა ნოემბერში.სრულიად რო წავიდა იქიდან 2კვირაში ანუ დღეს დამეწყო ისევ ძალიან ცოტა ოდნავ ღია ფერის გამონადენი მხოლოდ მოშარდვის დროს გაწმენდისას ქაღალდზე რჩება. ამასთან ერთად ვარ გაციებული 1კვირაა და ვიკეთებ ნემსებს წამლებს ვსვამ. არის თუარა შანსი იმისა რომ ვიყო ორსულად? და რამდენად შესაძლებელია ორსულობა იყოს მაშინ როცა ციკლი არ შემწყვეტია და პირიქით ასე ამერია? ექიმთან ცოტახანი ვერ მივალ.ორსულობის ეჭვი გამიჩნდა ამ გაციებისას გულის რევა მქონდა და სისუსტე მაგრამ ოჯაცის ექიმმა მითხრა ვირუსის ნიშნებია ეგო. ეს ციკლის ასე არევა რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რის ექიმთან მივიდე და ქუთაისშიც თუ მირჩევთ ვისთან მივიდე. ძალიან დიდი მადლობა, გრძელი ტექსტი გამომივიდა.
პასუხი
პასუხი: ვინაიდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ გქონდათ მენსტრუაცია, ორსულობა გამორიცხულია. მენსტრუაციული ციკლის დარღვევა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თქვენს ვირუსთან, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით იგი დაკავშირებულია ჰორმონულ დარღვევებთან, რაც არ არის საშიში. თქვენ გესაჭიროებათ კომპლექსური ჰორმონული გამოკვლევის ჩატარება, რაც მოიცავს სისხლში PRL, TSH, FT4 და დამატებითი სხვა ჰორმონების განსაზღვრას, ექოსკოპიურ გამოკვლევას. გამოკვლევების შედეგების შემდეგ თქვენ გესაჭიროებათ გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა