მოგესალმებით. მეგობარმა სულ ცოტა ხანია რაც დაიწყო ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

commerce
15-11-2019

მოგესალმებით. მეგობარმა სულ ცოტა ხანია რაც დაიწყო სექსუალური ცხოვრება და ძალიან ღელავს რიგ საკითხებზე. 23 ოქტომბერს მოუვიდა მენსტრუაცია (გრძელდება 3 დღეს), 3 ნოემბერს ჰქონდა დაუცველი სექსი, 72 საათის განმავლობაში მიიღო ესკაპელი. არანაირი გვერდითი მოვლენები და უარყოფითი შეგრძნებები არ მოჰყოლია. 14 ნოემბერს ისევ ჰქონდა დაუცველი სექსუალური აქტი. გვაინტერესებს რამდენად დიდია ორსულობის ალბათობა და ამ შემთხვევაშც რომ მიიღოს რაიმე პრეპარატი თუ არის დასაშვები. ასევე ცნობილია რომ განმეორებით მიღება არ არის დასაშვები ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული პრეპარატის. გთხოვთ დაგვეხმაროთ :( და გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ, რომ ორსულობა თავიდან ავირიდოთ. ასევე დაელოდება მენსტრუალურ ციკლს 20 ნოემბრისთვის და შემდგომ ჩაიტარებს ტესტს, მაგრამ მანამდე რა შეიძლება რომ მოვიმოქმედოთ? მადლობა

პასუხი
პასუხი: თქვენი მონაცემების მიხედვით, 3 ნოემბერს დაუცველი კონტაქტის შემდეგ ესკაპელის მიღების ფონზე ორსულობის შანსი მინიმალურია. რაც შეეხება 14 ნოემბერს, ეს არის ციკლის 23-ე დღე და ამ შემთხვევაშიც დაორსულების რისკი ძალიან დაბალია, რადგან ამ პერიოდში დაორსულება,როგორც წესი, არ ხდება. ამდენად, ორსულობა ნაკლებსავარაუდოა.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად