ძალიან მომწონს თქვენი საიტი. იმედია დამეხმარებით,... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

04-08-2010

- ძალიან მომწონს თქვენი საიტი. იმედია დამეხმარებით, რადგან უკვე დავიღალე, ძალიან დავიღალე, ვის არ მივმართე, რომელ ექიმთან არ ვიყავი და ყველა მეუბნება, ეს ჩემი პაციენტი არ არის და მოკლედ დავკარგე ექიმების ნდობა. არადა, დღითიდღე გამომდის ამ ტანზე უცნაური ვარდისფერი ლაქები. გამოვიკვლიე კუჭი, ნაღვლის ბუშტი, კანის ექიმებიც მოვიარე, ანგიოლოგთანაც ვიყავი. რამოდენიმე წელია კანზე გამომდის მოწითლო მოვარდისფრო ლაქები, არ მექავება. პლიუს ამას, ფეხებზე მაქვს კაპილარები და ცოტა ჩალურჯებები. პროტრომბინი მაქვს 100. აი ასეთი ლაქები გამომდის იმედია გაიხსნება - http://i079.radikal.ru/1007/cd/758d6feded74.jpg თუ არა და იქნებ იმეილით შემეძლოს გამოგზავნა, მინდა რომ ნახოთ, მართლა ძალიან ცუდად ვარ, დამიჯერეთ და გთხოვთ, მიშველეთ რამე.

პასუხი
- სამწუხაროდ, სურათით ძნელია ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას. წარმოდგენილი სურათი ძალიან გავს კვანძოვან ერითემას, რაც როგორც წესი, სხვადასხვა დაავადებებთან არის დაკავშირებული. როგორც თქვენი შეკითხვიდან ვხვდებით, თქვენ გარდა ამ წითელი წარმონაქმნებისა, რაღაც სხვა ჩივილებიც გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იტყოდით, რომ ძალიან ცუდად ბრძანდებით. მოგვწერეთ ზოგადად რა ჩივილები გაქვთ, დააზუსტეთ თქვენი ასაკი.

კომენტარები
30 იანვარი 2015 21:09
რის ექიმთან შეიძლება კვანძოვან ერითემასთან დაკავშირებით მივმართოთ?მე ქირურგმა მიტხრა რო ეგ მაქვს და კამოს ქუჩაზე რახაც დაწესებულებაში გამგზავნა, ტქვენ ხომ არ იცით რა დაწესებულებაა?
30 იანვარი 2015 21:08
რის ექიმთან შეიძლება კვანძოვან ერითემასთან დაკავშირებით მივმართოთ?მე ქირურგმა მიტხრა რო ეგ მაქვს და კამოს ქუჩაზე რახაც დაწესებულებაში გამგზავნა, ტქვენ ხომ არ იცით რა დაწესებულებაა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად